წესები და პირობები

მომსახურების წესები და პირობები



პრეამბულა

წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას თქვენსა და შპს „404“-  (საიდენტიფიკაციო ნომერი 204568663) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „404“-ის კუთვნილი ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონოქოლ ცენტრისმეშვეობით)  მომსახურების გაწევის პირობებს.


1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე მომსახურების წესების და პირობების მიზნებისთვისმასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) წესები და პირობებიწინამდებარე შეთანხმებარომელიც განსაზღვრავს კომპანიის კუთვნილი პლატფორმით მომსახურების გაწევის პირობებს და ადგენს მასში ჩართული ყოველი მხარის უფლება-მოვალეობებს და სამართლებრივ ურთიერთობებსსადაც კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წესები და პირობების“ ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იყოს ტერმინი შეთანხმება“.

) კომპანიაშპს „404“, რომელიც წინამდებარე წესები და პირობების შესაბამისად ასრულებს მასში გათვალისწინებულ მომსახურებას.

) კომპანიის კუთვნილი პლატფორმა - კომპანიის“ ვებ-გვერდი (www.123.ge), აპლიკაცია და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმები  (მათ შორის სატელეფონო ქოლ ცენტრი), რომლის მეშვეობითაც ხდება  მომსახურების გაწევა. 

) ქოლ ცენტრი - კომპანიის“ ცენტრალიზებული ოფისი, რომელიც გამოიყენება სატელეფონო ზარების მეშვეობით გაკეთებული გამოძახების მისაღებად ან/და ხელოსანზე გადასამისამართებლად.

) ხელოსანი - ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ასრულებს ავეჯის შეკეთების, სარეცხი მანქანის და სხვა ტექნიკის შეკეთების,  სანტექნიკისელექტროობისგათბობა-კონდიცირებისკანალიზაციის გაყვანის/მონტაჟის/შეკეთების მომსახურებას და სხვა უნივერსალურ სამუშაოებს. ხელოსანი“ დამოუკიდებელია კომპანიისგან“ და არ წარმოადგენს კომპანიის“ აგენტს ან წარმომადგენელს

) ხელოსანთა ჯგუფი“ - ორი ან მეტი ხელოსნით“ დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია ხელოსნის მომსახურების გაწევისთვის.

) ხელოსნის მომსახურება“ - ამ მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.

) მომხმარებელი“ - „ხელოსნის მომსახურების“ მიღებით დაინტერესებული ან მომსახურების მიმღები ფიზიკური  პირირომელიც სტუმრობს კომპანიის კუთვნილ პლატფორმას“ ან/და მისი გამოყენებით ხელოსანს“ უკვეთავს სასურველ მომსახურებასანაზღაურებს მომსახურების ღირებულებასცვლილება შეაქვს ან აუქმებს შეკვეთასწინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. მომხმარებელი ფიზიკური პირირომელიც უკვეთავს სასურველ მომსახურებასუნდა იყოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული.

) მხარეები“ - ხელოსანი“, „ხელოსანთა ჯგუფი“ და მომხმარებელი“.

) გამოძახება“ – „მომხმარებლის“ მიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით დაფიქსირებული კონკრეტული შეკვეთა ხელოსნის მომსახურების“ მიღების შესახებ.

) საკომისიო“ – „მომსახურების საფასურიდან“ „კომპანიის“ სასარგებლოდ გადახდილი ფულადი თანხარომლის გადამხდელსაც ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის წარმოადგენს ხელოსანი და მომხმარებელი.

საკომისიოს ოდენობა „ხელოსნისა და მომხმარებლისთვის“ ნაწილდება შემდეგი პროპორციით:

საკომისიოს“ სრული ოდენობა განისაზღვრება „ხელოსნის მომსახურების“ გაწევიდან მიღებული სრული ანაზღაურების მიხედვითრომელსაც ხელოსანი“ ან ხელოსანთა ჯგუფი“ უხდის კომპანიას“, მასთან დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით

ხელოსნის“ მიერ კომპანიისთვის საკომისიოს გადახდისას მიიჩნევარომ მომხმარებელმაც“ გადაიხადა საკომისიოს მისი კუთვნილი ნაწილი კომპანიის სასარგებლოდშესაბამისად საკომისიოს გადახდის მიზნებისთვის, ხელოსანი წარმოადგენს მომხმარებლის აგენტს კომპანიის წინაშე, საკომისიოში მომხმარებლის კუთვნილი ნაწილის გადახდისას.

) მომსახურების საფასური“ - თანხარომელსაც მომხმარებელი უხდის ხელოსანს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების სანაცვლოდ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

) პრეტენზია“ – „მომხმარებლის“ უკმაყოფილებარაც გამოწვეულია ხელოსნის“ ან ხელოსანთა ჯგუფის“ მიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხით.


2. ზოგადი პირობები

2.1. წინამდებარე წესების და პირობების“ შესაბამისად კომპანია კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით უზრუნველყოფს ხელოსნის“ ან ხელოსანთა ჯგუფის“ და მომხმარებლის“ ერთმანეთთან დაკავშირებას ერთის მხრივ ხელოსნის“ ან ხელოსანთა ჯგუფის“ მიერ ხელოსნის მომსახურების“ რეალიზების, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებლის“ მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით. 

2.2. ხელოსნის მომსახურების  მიღების პირობები განისაზღვრება უშუალოდ ხელოსნის“ ან ხელოსანთა ჯგუფის“ და მომხმარებლის“ მიერ მხოლოდ ერთმანეთთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. კომპანია“ „მხარეებს შორის ურთიერთობაში ასრულებს მხოლოდ ონლაინ სერვის მიმწოდებლის ფუნქციას, მხარეების“ ერთმანეთთან დაკავშირების ხელშესაწყობად და მასზე არ ვრცელდება ხელოსნის მომსახურების“ შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და პასუხისმგებლობები.

2.3. კომპანიის კუთვნილი პლატფორმით სარგებლობისასთქვენროგორც მომხმარებელი“, „ხელოსანი“ ან ხელოსანთა ჯგუფი“ თანხმობას გამოთქვამთ რომ დაიცავთ ამ შეთანხმების“ ყველა პირობას და იმოქმედებთ მათ შესაბამისად


3. კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობა „ხელოსნის“ მიერ

3.1. „კომპანია“ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს ხელოსანს და ხელოსანთა ჯგუფს“.

3.2. „ხელოსანი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსრომელსაც გააჩნია სათანადო ცოდნაკვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება რომ მომხმარებელს მიაწოდოს მაღალკვალიფიციური ხელოსნის მომსახურება

3.3. იმისათვისრომ დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და მათ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მიიღონ მხოლოდ კვალიფიციური ხელოსნის მომსახურება, კომპანია“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ხელოსნის ანგარიშის გახსნისას სავალდებულო მოთხოვნად აწესებს შემდეგი დოკუმენტების  კომპანიისთვის მიწოდებას;

3.4. ხელოსანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას კომპანიისთვისმიწოდებული დოკუმენტების სიზუსტესა და ვალიდურობაზე

3.5. ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის პროცესის გავლის შემდეგ, ხელოსანს“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ეხსნება ანგარიში და ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მომხმარებლის“ „გამოძახების შესრულებაში.


4. „ხელოსნის“ მიერ „გამოძახების“ შესრულება

4.1. ხელოსანი წარმოადგენს კომპანიისგან დამოუკიდებელ პირს, ის არ არის კომპანიის“ თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი, კომპანიის და ხელოსნის ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ან/და წარმომადგენლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. ხელოსანის და კომპანიის ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ კომპანიის კუთვნილი პლატფორმით ხელოსნის მიერ სარგებლობით და ამ სარგებლობის სანაცვლოდ საკომისიოს საკუთარი ნაწილის გადახდით. 

4.2. კომპანია“ „ხელოსანს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი მომსახურების გაზიარება ხელოსნის მომსახურების მიღებით დაინტერესებულ მომხმარებელთა საზოგადოებაში და ამით მიიღოს შემოსავალი. ხელოსანი“ თავად ადგენს ხელოსნის მომსახურების კონკრეტული სახეებისთვის სამართლიან და საბაზრო ტარიფებს და კისრულობს ვალდებულებას ხელოსნის მომსახურება“ გასწიოს მის მიერ დადგენილი ტარიფებით. 

4.3. ხელოსანი ხელოსნის მომსახურებას ასრულებს კომპანიის ვებ-გვერდის (www.123.ge), აპლიკაციის ან/და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონო ქოლ ცენტრის მეშვეობით) „გამოძახების მიღებისას

4.4. გამოძახება ხდება კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მასზე რეგისტრირებული ავტორიზებული ხელოსნებისათვის შეტყობინებების გაგზავნის გზით და შეტყობინებაზე ხელოსნის“ მიერ აქცეპტირების შედეგადშეტყობინება გამოძახების შესახებ ხელოსანს მისდის გამოძახების გეოგრაფიული არეალისგასაწევი მომსახურების სახის, კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ხელოსანთა რიგითობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიის ოპერატორის მეშვეობით

4.5. გამოძახების“ „ქოლ-ცენტრის მეშვეობით შესრულებისასკონკრეტულ ხელოსანთან“ დაკავშირება ხდება კომპანიის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით (გამოძახებების მართვის ERP სისტემაში გამოძახების დაფიქსირების და ხელოსნისთვის მობილურის აპლიკაციაში კონკრეტული დეტალების (მომხმარებლის სახელი გვარი, მისამართი შესასრულებელი სამუშაო, შეთანხმებული დრო და ..) გაგზავნის მეშვეობით).  

4.6. ხელოსნის მიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმით დაფიქსირებულ გამოძახებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ხელოსანი შედის სამართლებრივად მბოჭავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში უშუალოდ მომხმარებელთან და პასუხისმგებელია ხელოსნის მომსახურება გასწიოს „გამოძახებაში დაფიქსირებულ დროს, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად და მაღალხარისხოვნად,  მის მიერ დადგენილი ტარიფებით.  ხელოსანმა“ „ხელოსნის მომსახურება“ უნდა გასწიოს კომპანიასთან“ ცალკე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.  ხელოსანი იღებს ვალდებულებასრომ ნებისმიერი პირობა რომელიც გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთან დასადებ ხელშეკრულებაშიშესაბამისობაში იქნება წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალსიწინებულ პირობებთან.  

4.7. ხელოსანმა ხელოსნის მომსახურება უნდა გასწიოს პირადადგარდა იმ შემთხვევებისაროდესაც მომსახურების გაწევასმისი სირთულიდან გამომდინარე ესაჭიროება ხელოსანთა ჯგუფი- ჩართულობანებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ხელოსნის მიერ ისეთი დამხმარეს ჩართვა ხელოსნის მომსახურების გაწევის პროცესში,  ან საკუთარი მომსახურების გადაკისრება ისეთი მესამე პირისთვის, რომელიც არ არის რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ხელოსნად.  

4.8. შესაბამისი გამოძახების შესრულებისას, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მისვლისას, ხელოსანს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მისი მაიდენტიფიცირებელი რაიმე საბუთი (პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა).

4.9. ხელოსანი ხელოსნის მომსახურებას გასწევს საკუთარი სამუშაო იარაღებით და ხარჯითსაკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. ხელოსნის მომსახურების დასრულების შემდეგხელოსანი გამოძახების შესრულებას აფიქსირებს საკუთარი მობილური აპლიკაციის მეშვეობითრაც წარმოადგენს  მისი სხვა გამოძახებებში ჩართვის საფუძველს.

4.10. ამ წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით, ხელოსანი გამოთქვამს მზადყოფნასრომ მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებლის კუთვნილი ნივთ(ებ)ის დაზიანების შემთხვევაში სრულად აუნაზღაურებს მომხმარებელს მიყენებულ ზიანს

4.11. ხელოსნის მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებელსა და ხელოსანს შორის წარმოშობილი უთანხმოების დარეგულირების მიზნითშესაძლებელია კომპანიამ“ „მხარეებს შორის შეასრულოს მომრიგებლის ფუნქციაამ მიზნით, ხელოსანი იღებს ვალდებულებას კომპანიის წარმომადგენელი ჩააყენოს საქმის კურსში, გამოძახებების შესრულების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან და უთანხმოებებთან დაკავშირებით. 

4.12. იმდენად რამდენადაც ხელოსანი წარმოადგენს კომპანიისგან“ დამოუკიდებელ მომსახურების გამწევს, მას უფლება აქვს ხელოსნის მომსახურება გასწიოს კომპანიის კუთვნილი პლატფორმისგან დამოუკიდებლად მის მიერ მოზიდული მომხმარებლების სასარგებლოდ. ხელოსანს ეკრძალება იმ მომხმარებლებთან საკუთარი საკონტაქტო მონაცემების დატოვება, რომლებთანაც მისი დაკავშირება მოხდა კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით.  


5. „საკომისიო“ და „მომსახურების საფასური

5.1. ხელოსნის“ ან ხელოსანთა ჯგუფი“- კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ საშულებით მომხმარებლებთან“ დაკავშირების სანაცვლოდ, ხელოსანი“ ან/და ხელოსანთა ჯგუფი“, ასევე „მომხმარებელი კომპანიას“ უხდის ერთიან საკომისიოს“ - ხელოსნის მომსახურების“ გაწევიდან მიღებული სრული დაუბეგრავი ანაზღაურების ნაწილს, კომპანიასთან“ დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით.  

5.2. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გადასახდელი საკომისიო შედის ხელოსნის მიერ გადახდილ საკომისიოში“ ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებული პროპორციულობით, შესაბამისად ხელოსანი ამ საკომისიოს გადახდის მიზნებისთვის ასრულებს მომხმარებლის აგენტის ფუნქციას. ხელოსანი“ აცნობიერებს, რომ საკომისიოს გადახდასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის ბანკში გადარიცხვის საკომისიო, რომლის გადახდის ვალდებულებას უპირობოდ კისრულობს ხელოსანი. 

5.3. ხელოსნის ანაზღაურება სრულად არის დამოკიდებული მის მიერ შესრულებულ გამოძახებებზე და „კომპანია არ გასცემს მის სასარგებლოდ დამატებით რაიმე სახის კომპენსაციას. ხელოსანი დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის რეგულირებაზე.

5.4. მომხმარებლის მიერ ხელოსნის მომსახურების მიღებისას, მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ნებისმიერი ფორმით ანგარიშსწორებისას მომხმარებლის მიერ გამოძახებისთვის“ გადახდილი მომსახურების საფასური შედგება ხელოსნის ანაზღაურებისგან და კომპანიის საკომისიოსგან. კომპანიის“ კუთვნილი საკომისიოს გადახდის ფორმა განსხვავდება იმის მიხედვით, ხელოსანი“ „მომსახურების საფასურს ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით იღებს.

5.5. საკომისიოს გადახდის პირობები განისაზღვრება კომპანიას და კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ხელოსანს“ შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.   


6. „ხელოსნის“ რეგისტრაციის შეჩერება და შეწყვეტა

6.1. კომპანიის კუთვნილი პლატფორმით მომხმარებლის სარგებლობა დამოკიდებულია მასზე რეგისტრირებული ხელოსნების პროფესიონალიზმზე, საიმედოობასა, კეთილსინდისიერებაზე და პასუხისმგებლობისუნარიანობაზე, შესაბამისად ამ პრინციპების დაუცველობა ხელოსნების მიერ შეიძლება გახდეს მათი რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 

6.2. ხელოსნის რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

6.3. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომპანია“ უფლებამოსილია ხელოსნის“ რეგისტრაციის შეჩერებამდე ან შეწყვეტამდემისცეს მას წერილობითი გაფრთხილებაგაფრთხილება ხელოსანს“ შეიძლება მიეცეს მის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე ან საცხოვრებელ მისამართზე წერილის გაგზავნის გზითან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით

6.4. კომპანია უფლებამოსილია დაუყოვნებლივწინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს „ხელოსნის“ რეგისტრაცია და შესაბამისად მასთან დადებული ხელშეკრულება/შეთანხმება“, თუ ამ შეთანხმებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა ხელოსნის მხრიდან ატარებს არსებით ხასიათსან/და კომპანია გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევსრომ რეგისტრაციის შეწყვეტა წარმოადგენს კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მომხმარებელთა საზოგადოების ან მესამე პირების დაცვის საუკეთესო საშუალებას

  

7. „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობა „მომხმარებლის“ მიერ

7.1. კომპანიის დანიშნულებაარომ მოხდეს მომხმარებლის მიერ სასურველი ხელოსნის მომსახურების მიღებაამ მიზნით კომპანიის კუთვნილი პლატფორმა“ „მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობასდაუკვეთოს და მისთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოს ხარისხიანი და კვალიფიციური ხელოსნის მომსახურება“. 

7.2. შესაბამისი „ხელოსნის მომსახურების“ მიღების მიზნით გამოძახების დასაფიქსირებლად მომხმარებელმა“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე (გარდა ქოლ ცენტრის“ მეშვეობით გამოძახების დაფიქსირებისარომლის დროსაც ქვემოთ მოცემული მონაცემების მიწოდება ხდება უშუალოდ ქოლ ცენტრის“ ოპერატორისთვის)   შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოს პროგრამის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ ინფორმაციას:

7.3. მომხმარებელი“ ვალდებულია შესაბამის ველებში მიუთითოს სწორი ინფორმაცია. კანონმდებლობით ნებადართული მოცულობით კომპანია მოახდენს მომხმარებლის“ მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი მონაცემები.

7.4. გამოძახების დასაფიქსირებლად მომხმარებელს ეხსნება შესაბამისი  ფანჯარა, რომლის მეშვეობით მას აქვს შესაძლებლობა საბანკო პლასტიკური ბარათით უზრუნველყოს მომსახურების საფასურის გადახდა. შესაბამისი ანაზღაურების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში მყოფი გამოძახება გაუქმებულად ჩაითვლება და მომხმარებლის პრეტენზიები ხელოსნის მომსახურების“ გაწევასთან დაკავშირებით არ მიიღება. დასაშვებია მომხმარებლის“ მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდად არჩეულ იქნას ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდი. ასეთ შემთხვევაში გამოძახება დაფიქსირებულად მიიჩნევა ასეთი მეთოდის არჩევის მომენტიდან.

7.5. მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ (ან ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდის არჩევის შემთხვევაში), გამოძახება დაფიქსირებულად მიიჩნევა და გამოძახების“ შესახებ ინფორმაცია ეგზავნება შესაბამის ხელოსანს“ შესაბამისი მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გამოძახებაზე“ „ხელოსნის მიერ თანხმობის განცხადების შემთხვევაშიმას ეკისრება ვალდებულება ხელოსნის მომსახურება გასწიოს ამ შეთანხმების“ და მომხმარებელთან დადებული ცალკე ხელშეკრულების პირობების დაცვით

7.6. წინამდებარე წესების და პირობების მიზნებისთვის, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგან“ მიღებული მომსახურების საფასურის მიღებასა და შეგროვებაზე მხოლოდ  ხელოსნის სასარგებლოდ. მომხმარებელი უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას რათა მოახდინოს ხელოსნისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ამ მიზნით შეგროვება. მომხმარებელი და ხელოსანი გამოთქვამენ თანხმობას, რომ მომხმარებლის“ მიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხილული იქნება როგორც პირდაპირ ხელოსნისთვის გადახდილი საფასური და ხელოსანი გაუწევს მას გამოძახებაში დაფიქსირებულ ხელოსნის მომსახურებას შეთანხმებულ ვადებსა და პირობებით. 

7.7. ხელოსანთა ჯგუფის მიერ ხელოსნის მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური მათ შორის განაწილდება „კომპანიასთან ხელოსნების მიერ დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

7.8. მომხმარებელი“ აცნობიერებსრომ მომსახურების საფასურის გადახდისას გადახდის პროვაიდერმა მესამე მხარემ (საბანკო დაწესებულებამშესაძლებელია გადასარიცხ თანხას დაარიცხოს საბანკო მომსახურების საკომისიო. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელირომ გადაიხადოს ნებისმიერი ასეთი დამატებითი ხარჯი

7.9. მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური შესაძლებელია არაუმეტეს ერთი კვირისა დაყოვნდეს და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერიცხოს ხელოსანს“ (კომპანიის“ კუთვნილი საკომისიოს გამოკლებით), რაც ამ უკანასკნელის მიერ გაწეულ ხელოსნის მომსახურებას გაუვა პრეტენზიის დაფიქსირების ვადა

7.10. მომხმარებელს გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიის“ დაფიქსირების უფლება აქვს შესაბამისი მომსახურების ხელოსნის“ მიერ დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაშიამ ვადაში პრეტენზიის განუცხადებლობის შემთხვევაში, ხელოსნის მომსახურება ჯეროვნად და ხარისხიანად გაწეულად ჩაითვლება და მომხმარებელი კარგავს ნებისმიერი უკმაყოფილების მომავალში დაფიქსირების შესაძლებლობასამასთანავენებისმიერი „პრეტენზიის“ ადრესატი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი „ხელოსნის მომსახურების“ გამწევი „ხელოსანი“. „კომპანია“ არ წარმოადგენს „პრეტენზიების“ სათანადო ადრესატს და არ აგებს პასუხს „ხელოსნის“ მიერ მომსახურების არაჯეროვნად გაწევაზე 

7.11. კომპანიის კუთვნილი პლატფორმა“ „მომხმარებლის პრეტენზიის“ დაფიქსირებისთვის ითვალისწინებს შესაბამის მექანიზმსრომლის გამოყენების შემთხვევაშიც, პრეტენზია ეგზავნება ხელოსანს“. დასაბუთებული პრეტენზიის განცხადების შემთხვევაში, ხელოსანი აცხადებს თანხმობასრომ უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამისობაში მოყვანას, პრეტენზიაში დაფიქსირებულ პირობებთანასეთის განცხადებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაშიგასაწევი ხელოსნის მომსახურების სპეციფიკის გათვალსიწინებით.

7.12. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მიერ შესაბამისი ცვლილება გამოძახებაში განხორციელდება შესაბამისი გამოძახების დრომდე არაუგვიანეს ერთი საათისა, თუ გამოძახებაში დაფიქსირებულ დროს ხელოსანს  ადგილზე არ დახვდება მომხმარებელი ან მისგან სათანადოდ უფლებამოსილი სხვა პირი, ხელოსანს უფლება ექნება უარი განაცხადოს გამოძახების სხვა დროს შესრულებაზე.  ამ პუნქტით გათვალისიწნებულ შემთხვევაში ითვლება, რომ მომხმარებელმა უარი განაცხადა ხელოსნის მომსახურების მიღებაზე და მას გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება. 

7.13. ამ წესების და პირობების მიზნებისთვის კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გასაწევ მომსახურებაში იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დახმარების აღმოჩენა, დაკავშირებული ხელოსანთან დაკავშირების და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების პროცესის ორგანიზებასთან შესაბამისად კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე ხელოსნის მიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხზე. კომპანია არ ერთვება მხარეებს შორის კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მიღმა არსებულ კომუნიკაციაში და არც მხარეებს შორის დადებული გარიგების შესრულებაში.


8. „გამოძახების“ გაუქმება

8.1.  მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით დაფიქსირებული გამოძახება გააუქმოსან გამოძახებაში განახორციელოს ცვლილება შესაბამისი ხელოსნის მიერ ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე

8.2. გამოძახების“ გაუქმება ან/და მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია კომპანიის“ „ქოლ ცენტრთან“ კომუნიკაციის მეშვეობითასეთ შემთხვევაში კომპანიამ შესაძლოა აღმოუჩინოს მომხმარებელს ტექნიკური მხარდაჭერა გამოძახების გაუქმებაში ან მასში ცვლილების შეტანაშითუმცა კომპანია ვალდებული არ არის ასეთი მხარდაჭერის აღმოჩენაზე.

8.3. ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები დროის დარჩენისას გამოძახების  გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ხელოსნის სასარგებლოდ გადახდილი მომსახურების საფასური“ „მომხმარებელს უკან არ დაუბრუნდება და მიღებული თანხა აისახება ხელოსნის ანგარიშზე, კომპანიის კუთვნილი საკომისიოს გამოკლებით.

8.4. ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე 1 საათზე მეტი დროის დარჩენისას გამოძახების  გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი მომსახურების საფასური“ სრულად უბრუნდებაგარდა შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საკომისიოსიამ შემთხვევაში კომპანია“, როგორც გადარიცხვებთან დაკავშირებით ხელოსნის და მომხმარებლის მიერ ავტორიზებული პირითანხის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს ხელოსნის ნაცვლად


9. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

9.1. კომპანია დაიცავს მომხმარებლის და ხელოსნის მიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მისთვის მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს და არ დაუშვებს მათი თანხმობის გარეშე პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას ნებისმიერი მესამე პირებისთვისგარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამონაკლისებისა.

9.2. „კომპანიამმომხმარებლის და ხელოსნის პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მომხმარებლის და ხელოსნის“ ერთმანეთთან დასაკავშირებლად მომხმარებლის“ მიერ კვალიფიციური ხელოსნის მომსახურების მისაღებად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე“ თანხმობის განცხადებით, მომხმარებელი და ხელოსანი ასევე თანხმობას აცხადებენ რომ მათი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს იმ მიზნით, რომ მათ კომპანიისგან“ მიიღონ ნებისმიერი სახის საინფორმაციო/სარეკლამო შინაარსის შეტყობინება. ამასთანავე შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მომხმარებელი ან/და ხელოსანი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ პუნქტით კომპანიისთვის მინიჭებული თანხმობა მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე. 

9.3.  „კომპანია“ უფლებას იტოვებსხოლო მომხმარებელი და ხელოსანი თანხმობას აცხადებენრომ მომხმარებელის პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამის გამოძახებაში მონაწილე ხელოსანს“, ხოლო ხელოსანის“ პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამისი გამოძახების“  მონაწილე მომხმარებელს, შესაბამისი გამოძახების  ფარგლებში ხელოსნის მომსახურების გაწევის მიზნებისთვის

9.4. კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ზომასრათა მომხმარებელის და ხელოსანის  მიერ მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დაცული იყოს ნებისმიერი მესამე პირების არაავტორიზებული წვდომისგან. ამასთანავე კომპანია პასუხისმგებელი არ არის მესამე პირების მხრიდან ასეთ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომისთვის (მათ შორისპერსონალურ მონაცემებზესაბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებზე და სხვა). 


10. „შეთანხმების“ სხვა დებულებანი 

10.1. ამ შეთანხმებიდან“ გამომდინარე ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია . თბილისი. 

10.2. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი მუხლი ან მისი ნაწილი, რაიმე კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება ხელშეკრულებაში არარსებულად. ამასთან ყველა დანარჩენი დებულება ძალაში დარჩება.

10.3. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება  მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთანავე დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.


11. „შეთანხმების  ძალაში შესვლა

კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობის დაწყებითთქვენ თანხმობას აცხადებთრომ გაეცანით ამ შეთანხმების“ პირობებსმოიწონეთ ისინი და შედიხართ სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში კომპანიასთან, ხელოსანთან ან/და მომხმარებელთან“. მხარეები სრულად აცნობიერებენ და თანახმობას გამოთქვამენრომ იყონ ხელშეკრულების პირობებით შებოჭილნიამ შეთანხმებაზე“ რომელიმე მხარის მატერიალური ფორმით ხელმოწერის არარსებობაარ წარმოადგენს ხელშეკრულებისთვის მბოჭავი ძალის დაკარგვის წინაპირობას.