Blog

როგორ შევარჩიოთ ჰაერის გამათბობელი


🔸ჰაერის გამათბობელი არსებობს როგორც გაზის, ასევე ელექტრო. ისინი სხვადასხვა მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მისტერ მასტერი გირჩევთ, როგორ მოემზადოთ ზამთრისთვის და აირჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური გამათბობელი.👨‍🔧🛠 👌

📌გაზის გამათბობელი ♨️⚠️

არსებობს ორი ტიპის გაზის გამათბობელი:

⚠️ერთი ტიპის გამათბობელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს. ასეთი გამათბობელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგი სავენტილაციო სისტემა ჰქონდეს.

⚠️მეორე ტიპის გამათბობელის არა მხოლოდ ნამწვს გაიტანს, არამედ შიგნითაც შემოიტანს სუფთა ჰაერს. ჰაერის ვენტილაციის ან გაზის მიწოდების შეფერხებისას კი ავტომატურად გაითიშება.✔️

მნიშვნელოვანია დამონტაჟებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოთ უსაფრთხოების წესები.⚠️✔️

📌ზეთის რადიატორი - წარმოადგენს ჰერმეტულ მეტალის კორპუსს, რომელიც დაყოფილია სექციებად და გავსებულია მინერალური ზეთით. რაც უფრო მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უკეთესად ათბობს ჰაერს. ზეთის რადიატორი საკმაოდ უსაფრთხოა, მისი დადებითი მხარე არის ის რომ იგი არ აშრობს ჰაერს. ✔️

📌ელექტრო გამათბობელი- ფართოდ არის გავრცელებული კედელზე დასაკიდი და იატაკის ელექტრო გამათბობელი.კედელზე დასაკიდი ელექტრო გამათბობელი ძირითადად მონტაჟდება ფანჯრის რაფის ქვემოთ და არ იკავებს დიდ ადგილს. თბოვენტილატორის დადებით მხარეს წარმოადგენს არა მარტო მისი კომპაქტურობა, არამედ ისიც რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჰაერის ვენტილატორი (თუ გამოვრთავთ გამაცხელებელ ელემენტს).მისი უარყოფითი მხარე გახალვთ ის, რომ აშრობს ჰაერს.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები და გაატარეთ ზამთარი თბილ და უსაფრთხო გარემოში.