Blog

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

მცენარე ოთახის დეკორის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის გარდა, რომ ძალიან უხდება გარემოს და დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ასევე ძალიან სასარგებლოა.
ოთახის მცენარეები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.

მისტერ მასტერი გირჩევთ: 

სწორი განლაგება- ოთახი უნდა იყოს ნათელი და ქონდეს კარგი ვენტილაცია. მცენარეები ისე უნდა განალაგოთ, რომ მზის სხივი პირდაპირ არ ეხებოდეთ, ასე ისინი ტენიანობას შეინარჩუნებენ..

დანეტიანება- სქელ ფოთლიანი მცენარეები საჭიროებენ ფოთლების დანამვას, სუსტ ფოთლიანები-არა. ჰაერის ტენიანობა კი ყველა მცენარესთვის სასარგებლოა. ტენიანობის შესანარჩუნებლად,დადგით ოთახში აკვარიუმი ან იონიზატორი.

ნიადაგის კვება- მცენარის კვება აუცილებელია მისი გაზრდისა და განვითარებისთვის. არსებობს მცენარის ორი სახის სასუქი: მშრალი და თხევადი. მათ მოყვება ინსტრუქცია, თუ რა რაოდენობით, როგორ უნდა მოიხმაროთ, კონკრეტულ მცენარესთან მიმართებაში.

სწორად შერჩეული ქოთანი- ქოთანი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი, არც - პატარა.არსებობს ქოთნები, რომლებიც არეგულირებენ მორწყვის პროცესს.

გამხმარი ფოთლების მოცილება-იმისთვის, რომ მცენარემ შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე, აუცილებელია მას გამხმარი ფოთლები მოაშოროთ. ამის გაკეთებას ხელით ან სეკატორით შეძლებთ.

სისუფთავე- მნიშვნელოვანია მცენარედან მოაშოროთ ხოლმე მტვერი. ეს პროცედურა თვეში ერთხელ გაიმეორეთ, ფოთოლზე არსებული მტვერი ამცირებს ფოტოსინთეზის პროცესს. 

განიავება- მცენარეს სჭირდება სუფთა ჰაერი, კარგ ამინდში გაიტანეთ სუფთა ჰაერზე.