Blog

თუკი სახლში კარადების მორყეულმა სახელურებმა შეგაწუხათ ?

🛠 კარადის სახელურები ძირითად შემთხვევებში შედგება თავად სახელურის და მისი ორი დამჭერისგან, რომლებიც კარადის შიდა ნაწილიდან კეთდება.


🛠 დამჭერების უმრავლესობას აქვს ჯვარედინი თავი, რაც შესაბამისად საჭიროებს ე.წ. ფიგურულ სახრახნისს.


🛠ავიღოთ შესაფერისი სახრახნისი და მოვხსნათ სახელური.


🛠 დამჭერებს(ხრახნებს) წავუსვათ სიგრძის ნახევარზე, ან ნაკლებზე, ფრჩხილის უფერული ლაქი. 


🛠 მივადოთ სახელური კარადის კარს და მოვუჭიროთ ხრახნი.

არ მოუჭიროთ პირველი ხრახნი ძლიერად სანამ არ გაუკეთებთ მეორეს. ერთი ხრახნის ძლიერად დაფიქსირების გამო, შესაძლოა სახელური გატყდეს ან დეფორმაცია განიცადოს მეორე ხრახნის მოჭერის მომენტში.


🛠 ხრახნების მოჭერისას ძალა მიიტანეთ ეტაპობრივად, ხან ერთზე, ხან მეორეზე რათა თავიდან ავიცილოთ სახელურის დაზიანება.


ბონუსი: 👇

თუ ვერ პოულობთ შესაფერის სახრახნისს, ანდაც ხრახნის თავი არის გაცვეთილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინი. უბრალოდ ვადებთ მცირე ზომის რეზინს ხრახნის თავს, რაც ზრდის ხახუნის ძალას და შესაბამისად შეუფერებელი სახრახნისითაც გახდება შესაძლებელი საქმის შესრულება.