Blog

რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა კანალიზაცის სუნის მოსაშორებლად.

#ათასიწვრილმანირჩევა 


◾️ მიუხედავად იმისა, რომ  ვცდილობთ სამზარეულოს ნიჟარაში მინიმუმადე დავყვანოთ საჭმლის ნარჩენების მოხვედრა,  მცირე ნარჩენები მაინც ხვდება თქვენს ნიჟარაში, შემდეგ კი წარმოიქნენბა უსიამოვნო სუნი.


ჩვენ მოგცემთ რამდენიმე ძალიან მარტივ და პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში:👨 🔧


📍ლომონი და სოდა👇

ერთი ჭიქა ლიმონის წვენი და ერთი ჭიქა სოდა შეურიეთ ერთმანეთს, შემდეგ ჩაასხით ნიჟარაში, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და  ჩარეცხეთ ცივი წყლით.🍋☑️


📍სოდა და ძმარი👇

ნახევარი ჭიქა სოდა ჩაყარეთ ნიჟარაში, დაასხით ძმარი, დაელოდეთ ხუთი წუთი, შემდეგ მოუშვით ნიჟარაში ცხელი წყალი, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. თუ სუნი არ გაქრა, ეს პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.☑️


📍ლიმონი და ძმარი👇

დაჭერით ლიმონი პატარ-პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ყუნულის კონტეინერში, დაასხით ძმარი და გაყინეთ.

თითო კუბი რამოდენიმე დღეში ერთხელ მოათავსეთ ნიჟარაში და ჩარეცხეთ ცივი წყლით.  ყინულის კუბები ნელ-ნელა დადნება და სასიამოვნი სუნს წარმოქმნის.🍋☑️


ყოველთვის ეცადეთ გასარეცხი ჭურჭლის ნიჟარაში მოთავსებამდე მოაშოროთ მას საჭმლის ნარჩენები, ასე თავიდან აიცილებთ კანალიზაციის უსიამოვნო სუნს.