Blog

რამოდენიმე მარტივი რჩევა ლამაზი და კომფორტული აივნის მოსაწყობად

აივნის მოწყობისას ხშირ შემთხვევაში პრობლემა პატარა ფართობია და ავეჯის თუ დეკორის განლაგება რთულად გვეჩვენება,მაგრამ თუ გაითვალისწინებთ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას, შესაძლებელია პატარა აივანიც კი მყუდრო და კომფორტულ ზონად აქციოთ.


მისტერ მასტერი გირჩევთ

სანამ აივნის მოწყობას დაიწყებთ, მოაშორეთ აივნიდან ზემდმეტი ნივთები, თუ აივანზე ძველი ავეჯი გაქვთ შეგიძლიათ შეღებოთ და გაახალისოთ.

თუ აივანი ღიაა, უნდა გამოიყენოთ ისეთი ავეჯი, რომელიც უძლებს ნესტს.

დაუმატეთ ტექსტილი აივნის ავეჯს, მოძებნეთ ძველი ბალიშები , პლედები და განათავსეთ ავეჯზე.

აივანზე ნუ გამოიყენებთ კაშკაშა განათებას, მცირე ზომის სანათები სავსებით საკმარისია რომ სიმყუდროვე შეინაჩუნოთ.

მოაწყეთ აივანზე ვერტიკალური ბაღი, ეს სივრცეს დაგიზოგავთ.  

და ბოლოს , აივნის მოწყობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქცია - მოუხმეთ ფანტაზიას და შექმენით ისეთი გარემო, რომლიც დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელი დღეებიის გადატანაში.