Blog

როგორ გავწმინდოთ ონკანი

ონკანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სამზარეულოსა და აბაზანაში. მას ხშირად სჭირდება წმენდა .

როგორ შეიძლება გაწმინდოთ ქრომირებული ონკანი გარედან, როგორ მოაცილოთ ნადები, რომ ისევ ახალივით ბრწყინავდეს.

პროფილაქტიკისთვის, ყოველთვის უნდა გედოთ ონკანთან ახლოს რბილი, მშრალი ჩვარი, რომლითაც ხშირად გაწმენდთ ხოლმე მის ზედაპირს და თავიდან აიცილებთ მასზე ნადების წარმოქმნას. თუმცა თუ ნადები უკვე აქვს თქვენს ონკანს, მაშინ, რამდენიმე საშუალებით შეიძლება მასთან ბრძოლა. 

მისტერ მასტერი გირჩევთ:

  • ყველაზე ადვილია გამოიყენოთ სპეციალური საშუალება ქრომირებული ონკანის გასაწმენდად, რომელიც მაღაზიებში იყიდება.
  • ჩვარზე მოაფრქვიეთ საჭმელი სოდა და გაწმინდეთ ონკანი. შეგიძლიათ, ჩვრის ნაცვლად გამოუსადეგარი კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ.
  • ონკანს კარგად წმენდს ლიმონი, გაჭერით ლიმონი და გაწმინდეთ ონკანის ზედაპირი.
  • ნადებს ასევე კარგად წმენდს ძმარი. ჩვარზე დაასხით ცოტა ძმარი და გაწმინდეთ ონკანის ზედაპირი.