Blog

რა წესების დაცვით უნდა გამოვრთოთ მაცივარი, როდესაც გვიწევს რამოდენიმე დღით ქალაქიდან გასვლა

 

      მაცივარი ყველა ოჯახში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა არსებობს პერიოდი, როდესაც ის აუცილებლად უნდა გამოვრთოთ გარკვეული დროით.

მაგალითად, როდესაც შვებულებაში წასვლას ან ახალ ბინაში გადასვლას აპირებთ, ჩნდება კითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ მაცივარს რაიმე ზიანი არ მივაყენოთ.

     ერთი შეხედვით ეს საკმაოდ მარტივია, ყველას ჰგონია, რომ მაცივრიდან პროდუქტის გამოღება და მისი ელექტრო ქსელიდან გამორთვა საკმარისია, თუმცა მაცივრის ხანგრძლივი დროით გამორთვის შემთხვევაში სახით შეიძლება მიიღოთ უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორებაც ადვილი სულაც  არ იქნება.

    მისტერ მასტერი გირჩევთ რამოდენიმე საჭირო ხერხს, რომლითად თავიდან აიცილებთ მსგავს პრობლემებს:

  • მაცივრის გამორთვამდე გაწმინდეთ მაცივარი და გააღეთ კარი. კარის ღია დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მარტივი პროცედურა თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სუნს. 
  • თუ თქვენს მაცივარს აქვს ორკონტურიანი ჩაციების სისტემა, შვებულების განმავლობაში შეგიძლიათ საყინულეში დატოვოთ პროდუქტი.
  • მაცივრის ხელახლა ჩართვამდე გამოიღეთ მასში არსებული ყველა პროდუქტი, გაწმინდეთ მაცივარი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ.
  • თუ თქვენს მაცივარს აქვს ყინულის გენერატორი , მაშინ ხანგრძლივად გამორთვამდე გენერატორი უნდა დააყენოთ გასუფთავების რეჟიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას თვქენი მაცივრის ინსტრუქციაში იხილავთ.

ზემოთ აღნიშნული პროცედურების დაცვის შემთხვევაში , თქვენი მაცივრის ექსპლუატაციის ვადა გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება.