Blog

შპალერის გაკვრისას წასაკითხი რჩევები

#ათასიწვრილმანირჩევა


თუ შპალერის შეცვლა გადაწყვიტეთ
მისტერ მასტერი გირჩევთ 👨‍🔧👇

პირველ რიგში ოთახიდან გამოიტანეთ ავეჯი და იატაკზე დააფინეთ პოლიეთილენის პარკი, რათა იატაკი დაიცვათ წებოსა და საღებავისგან.

მოაცილეთ კედლებს ძველი შპალერი.

თუ კედლებზე არის ბზარი აუცილებლად შეაბათქაშეთ.

შპალერი რომ კედელს უკეთესად მიეკროს, კედელს წებოს ხსნარის თხელი ფენა გადაუსვით.

შეამოწმეთ შპალერის ნომერი, ყველა იდენტური უნდა იყოს.

შპალერის ტიპის მიხედვით გამოიყენეთ შესაბამისი წებო.

წებო თანაბრად გადაუსვით შპალერს და გადაახვიეთ 2/3:1/3. რომ შემდეგ მსუბუქად ჩამოუშვით. აკონტროლეთ, რომ შპალერს თანაბარი რაოდენობის წებო წაესვას.

თუ ორნამენტებიანი შპალერი გაქვთ, ეცადეთ, შპალერი ისე გააკრათ, რომ ორნამენტები ერთმანეთს დაემთხვეს.

შპალერის გაკვრა ფანჯრიდან დაიწყეთ, და მინიმუმ 5 სმ მაინც დააშორეთ ჭერიდან.

შპალერი კედელზე სპეციალური, უხეში ლილვაკით დაამუშავეთ. თუ ლილვაკი არ გაქვთ, მშრალი და სუფთა ნაჭერი გამოიყენეთ.თავარია შპალერში ჰაერი არ დარჩეს და არ გაუჩნდეს ბუშტუკები.

როცა შპალერის გაკვრას მორჩებით, არ გააღოთ ოთახში ფანჯრები, რათა შპალერს არ გაუჩნდეს ბუშტუკები.