Blog

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას


ტექნიკაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი შეძენა.

მისტერ მასტერი გირჩევთ:👷🏻👌🏻

🔸ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ჭურჭლის ჩალაგებამდე, გაწმინდეთ თეფშები საკვების ნარჩენებისგან.🍽

🔸მაცივარი - მონტაჟის დროს, გაითვალისწინეთ მანძილი კარადებსა და გამათბობელთან. მშრალი ყინვის შემთხვევაში, დისტანცია უნდა იყოს 15-20 სმ, რადგან, მაცივარი სითბოს გამოყოფს.🍆🍅🥦
მაცივრის კარი არ დატოვოთ ღია.

🔸ყავის აპარატი - გამოიყენეთ შესაბამისი ყავა, იზრუნეთ რეგულარულ გასუფთავებაზე. პერიოდულად გარეცხეთ წყლით და გაწმინდეთ ლანგარი ყავის ნარჩენებისგან. გამოიყენეთ საწმენდი საშუალება, რომელსაც მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას.☕️

🔸ბლენდერი - არ გამოიყენოთ ბლენდერში მაგარი ან გაყინული პროდუქტი, თუ მას ინსტრუქციაში არ უწერია შესაბამისი ფუნქცია. ამან შესაძლოა, საჭრელი პირების დაბლაგვება გამოიწვიოს, რომელიც არარესტავრირებადია.
მიაქციეთ ყურადღება, რამდენია მისი უწყვეტი მუშაობის დრო და შესაბამისად, ცოტა ხნით დაასვენეთ.🍊🍓

◼️გაითვალისწინეთ ზემოთაღნიშნული რჩევები და თქვენი ტექნიკა კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ.🧡

 2 404 404