Blog

როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები ახალი წლის პერიოდში


🛠 იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ნაძვის ხე არის მორთული ნათურებით უნდა გავითვალისწინოთ ნაძვის ხე ხელოვნურია თუ ბუნებრივი და ამის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივია და ახალია(იგულისხმება ახალი ნაყიდი და ასევე შედარებით ნედლ მდგომარეობაში) არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას, თუმცა თუ ხე ძველია შეგვიძლია მორთვამდე დავნამოთ რაც შეამცირებს მისი აალების საშიშროებას.


🛠აუცილებლად შევამოწმოთ მოსართავი ნათურების სადენები, რადგან როგორც წესი მათ 1 ან ხშირად უფრო მეტი წლით ვინახავთ ისეთ ადგილას სადაც გარემო პირობებმა შესაძლოა სადენები დაშალოს ან დააზიანოს.


🛠 თუ დაზიანებული სადენი ვერ აღმოვაჩინეთ, მორთვამდე მაინც ჩავრთოთ ნათურები და შევამოწმოთ რომელიმე მათგანი ზედმეტად ხომ არ ცხელდება, ან ხომ არ აქვს რაიმე სხვა პრობლემა თუნდაც შეფერხება განათებისას.


🛠 ეცადეთ არ გადატვირთოთ ჩამრთველები. გადამყვანებისა და დამაგრძელებლების გამოყენების შემთხვევაში, მათი შეძენის დროს აქცენტი გააკეთეთ ხარისხზე, ეს ნამდვილად ის პროდუქტია, რომლის შეძენის დროსაც ეკონომიის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი.


🛠 ასევე ეცადეთ დღე-ღამის განმავლობაში ხანდახან მაინც გადატვირთოთ საახალწლო განათებები,(გამორთოთ და ჩართოთ 10-15 წუთის გასვლის შემდეგ) განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სადენები ან ნათურები ცხელდება და თქვენ არ გსურთ მე2 და მე3 რჩევის გათვალისწინება.


🛠 არ გამოიყენოთ ორი დამაგრძელებელი ერთმანეთში ჩართული, თუ სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ, შეიძინეთ ისეთი დამაგრძელებელი რომელიც პრობლემის შემთხვევაში ავტომატურად გამორთავს საკუთარ სისტემას. 


🛠 თქვენი და არა მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისათვის სახლიდან გასვლისას ნუ დატოვებთ საახალწლო განათებებს ჩართულს.