Blog

როგორ შევამოწმოთ რამდენად ატარებს ფანჯრები ჰაერს

🛠 დავხუროთ ყველა ის საშუალება საიდანაც შესაძლოა ბინის გარედან შემოდიოდეს ცივი ჰაერი.


🛠 ჩავრთოთ გამწოვი, (თუნდაც ის სხვა ოთახში იყოს) ან რაიმე სხვა საშუალება რომელიც ჰაერს თავისი თავისკენ იზიდავს. 


🛠 გამწოვის ჩართვის შემთხვევაში ოთახიდან გარკვეული ოდენობის თბილი ჰაერი გავა რაც აუცილებლად ჩანაცვლდება ცივი ჰაერით რომელიც დახურული ოთახის შემთხვევაში უნდა შემოიპაროს ნებისმიერი ღრიჭოდან.( თუნდაც ის შეუმჩნეველი იყოს) 


🛠 ავანთოთ ასანთი და მოვატაროთ ფანჯრების ჩარჩოების სიახლოვეს. 


🛠 იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადგილას ცივი ჰაერი იპარება ასანთზე ცეცხლი ვერტიკალური მდგომარეობიდან გადაიხრება იმ მიმართლებით საიდანაც გამწოვი ქაჩავს ჰაერს. 


🛠 მოცემულ ადგილებში შესაძლოა იყოს რამდენიმე პრობლემა. 


🛠 თავად ფანჯარა თავისი ჩარჩოთი იყოს დამონტაჟებული გასწორების გარეშე, ან შემდგომი დეფორმაცია ჰქონდეს განცდილი.


🛠 შესაძლოა მინა იყოს არასწორი ზომის შერჩეული ან არასაკმარისად მყარად დამაგრებული რაც მის ჩარჩოში მოძრაობას იწვევს.


🛠 იმ შემთხვევაში თუ მინა სილიკონითაა დამაგრებული და არა ლურსმნით, შესაძლოა იყოს სილიკონის დამატება საჭირო