Blog

როგორ განვათავსოთ ოთახში ჩამრთველები

სახლის მოწყობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ჩამრთველების განლაგება. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ჩამრთველების და როზეტების სწორად განლაგებაში.

მისტერ მასტერი გირჩევთ:

  • ნებისმიერი ჰოლსა და კორიდორში აუცილებელია რამოდენიმე როზეტი. ჩამრთელი კი უმჯობესია შემოსასვლელში დაამონტაჟოთ.
  • სამზარეულოში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ, ხოლო როზეტები თქვენი ელექტროტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
  • სასტუმრო ოთახში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ , ხოლო დანარჩენი დივნის ზონაში. ტელევიზორთან ახლოს როზეტი განათავსეთ 120-140 სმ-ის სიმაღლეზე.
  • საძინებელში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ, დამატებითი ჩამთველები აუციელებლად უნდა იყოს საწოლის ორივე მხარეს მდებარე ტუმბოებთან.
  • ბავშვის ოთახში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ იატაკიდან 100 სმ სიმაღლეზე , რათა ბავშვი მარტივად მიწვდეს. ყველა ჩამრთელს უნდა ქონდეს დამატებითიო დაცვა(ჩამკეტი).
  • როზეტების განთავსება ნებისმიერ ოთახში შესაბამისობაში უნდა იყოს ოთახში განთავსებულ ავეჯთან