Blog

რა მოვუხერხოთ წვრილმან ნივთებს

🛠 პირველ რიგში ვზომავთ ადგილს, სადაც ვგეგმავთ ფოტოზე მოცემული წვრილმანი ნივთების სათავსოს მოწყობას.


🛠 შესაბამისად დაგვჭირდება ჩვენს მიერ აღებული ზომების შესაფერისი ფიცრის ნაჭერი, დანაყოფების დსამაგრებლად.


🛠 აუცილებელია დავგეგმოთ რა ოდენობის სათავსო დანაყოფებს დავამაგრებთ მოცემულ ფიცარზე.


🛠 ზემოთ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ შევძლებთ საჭირო სიგრძის წყლის მილის ყიდვას, 


🛠 წყლის მილი უნდა დაიჭრას დიაგონალურად, რათა ისე მიემაგროს ფიცარს, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.


 წყლის მილის სუფთად გადაჭრა მოითხოვს სპეციალურ საჭრელს, რომელიც შესაძლოა არ გაგაჩნდეთ სახლში, სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ის დააჭრევინოთ ყიდვისას.


🛠 წყლის მილის მონაჭრებს დაამაგრებთ ფიცარზე დრელისა და შესაფერისი ზომის ხრახნის მეშვეობით. 


🛠 შეგიძლიათ წყლის მილის ნაჭრები შეღებოთ თქვენთვის სასურველ ფერში. 


მომრგვალებული ფორმის წყლის მილზე ხრახნის ჩასმა შესაძლოა წარმოადგენდეს გარკვეულ პრობლემას, შესაბამისად საქმის გაადვილების მიზნით შეგიძლიათ ფიცარზე მიდებამდე, ნებისმიერ მდგომარებაში ჩასვათ ხრახნი მილში ნახევრამდე. რაც ბევრად უფრო მარტივია.