Blog

როგორ შევარჩიოთ ხალიჩა

ხალიჩა ოთახის ინტერიერში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ხალიჩა რომ სწორად შეარჩიოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომელი ოთახსითვის არის განკუთვნილი.


მისტერ მასტერი გირჩევთ: 👌🏿 👨


▪️საძინებელში ხალიჩა მნიშვნელოვანია სიმყუდროვეს ქმნიდეს. სასურველია ხალიჩის ფერები იყოს ღია და სადა. ქსოვილის არჩევისას უპირატესობა აბრეშუმსა და კოტონს მიანიჭეთ.✔️


▪️მისაღები ოთახის ხალიჩის ფერები შესაძლოა იყოს მუქი და მყვირალა, თუმცა გაითვალისწინეთ რომ თუ მისაღები პატარაა, უმჯობესია მცირე ზომის და სხვადასხვა ფორმის ხალიჩები გამოიყენოთ.✔️


▪️სასადილო ოთახის ხალიჩა აუცილებელია იყოს გამძლე და ადვილად გასაწმენდი- მატყლის ხალიჩა ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.🍔✔️


▪️სააბაზანო ოთახში თუ სივრცე დიდია ხალიჩა სასურველია იყოს რბილი და კომფორტული. თუ პატარა სივრცე გაქვთ უმჯობესია არ გამოიყენოთ ხალიჩა, რადგან ეს დისკომფორტს შეგიქმნით.   🚿  🛁✔️