Blog

როგორ მოვუაროთ ხის ავეჯს


#ათასიწვრილმანირჩევა


ხის მასიური ავეჯი ძალიან ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა სათანადო მოვლას საჭიროებს.

მისტერ მასტერი გირჩევთ:👨


არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ბენზინს, აცეტონს ან სხვა მსგავს ნივთიერებებს.


ხის ავეჯის საწმენდად დაგჭირდებათ სპეციალური ნაჭერი, გირჩევთ ზამშეს გამოყენებას. 


ზოგიერთი დიასახლისი უპირატესობას წმენდის მშრალ მეთოდს ანიჭებს, რაც გულისხმობს მტვერსასრუტის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში მტვერსასრუტს რბილი ჯაგრისი გაუკეთეთ.


ხის ავეჯი უნდა გაწმინდოთ ნახატის, ზოლების მიმართულებით, ასე თქვენ მტვერს ხის ფორებიდანაც ამოიღებთ.


ხის ავეჯის წმენდის დროს არასდროს გამოიყენოთ საპნიანი წყალი, ორთქლი, უხეში საწმენდი ღრუბელი. სინესტე ხეს ძალიან აზიანებს.


ზემოთ აღნიშნული წესები მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენს ავეჯს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ პირვანდელი სახე.