Blog

როგორ მოვაცილოთ ხის ნაკეთობას არასასურველი დეტალი დაუზიანებლად.

🛠 დავაკვირდეთ მოსაცილებელ არეალს, არის თუ არა საშუალება, რომ ის უბრალოდ მარტივად მოვხერხოთ. 


🛠 თუ ზემოთ ხსენებულის საშუალება არ გვაქვს, მაშინ ხერხს მოვაცალოთ მხერხავი პირი. 


🛠 ასეთ შემთხვევაში გვექნება საშუალება მოვხერხოთ სასურველი ნაწილი შედარებით მიუდგომელ ადგილას. 


🛠  რაც მთავარია, იქიდან გამომდინარე რომ ხერხის პირს ხშირად ჩვენდაუნებურად წინ დავხრით არის საშიშროება ხის მასალის დიდი ნაწილი დავაზიანოთ, ამ დაზიანებისგან თავის არიდების მიზნით, ისევე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები, დავაკრათ ხერხის პირს წებოვანი ლენტი იმ ნაწილიდან მოშორებით რომელსაც გასახერხად ვიყენებთ.


🛠 ბოლოს კი მცირე ნარჩენების მოსაშორებლად შეგვიძლია ვიხმაროთ დაბალ ნომრიანი(სუსტი, ნაკლებად უხეში) ზუმფარის ქაღალდი.(იგივე შკურკა)