წესები და პირობები


პრეამბულა

წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას თქვენსა და შპს „404“- (საიდენტიფიკაციო ნომერი 204568663) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „404“-ის კუთვნილი ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონო „ქოლ ცენტრის“ მეშვეობით) მომსახურების გაწევის პირობებს.


1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე მომსახურების წესების და პირობების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წესები და პირობები - წინამდებარე შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის კუთვნილი პლატფორმით მომსახურების გაწევის პირობებს და ადგენს მასში ჩართული ყოველი მხარის უფლება-მოვალეობებს და სამართლებრივ ურთიერთობებს. სადაც კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წესები და პირობებისნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იყოს ტერმინი შეთანხმება“.

) კომპანია - შპს „404“, რომელიც წინამდებარე წესები და პირობების შესაბამისად ასრულებს მასში გათვალისწინებულ მომსახურებას.

გ) კომპანიის კუთვნილი პლატფორმა - კომპანიისვებ-გვერდი (www.mrmaster.ge), აპლიკაცია და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმები (მათ შორის სატელეფონო ქოლ ცენტრი), რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაწევა.

დ) ქოლ ცენტრი - კომპანიისცენტრალიზებული ოფისი, რომელიც გამოიყენება სატელეფონო ზარების მეშვეობით გაკეთებული გამოძახების მისაღებად ან/და ხელოსანზე გადასამისამართებლად.

ე) ხელოსანი - ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ასრულებს ავეჯის შეკეთების, სარეცხი მანქანის და სხვა ტექნიკის შეკეთების, სანტექნიკის, ელექტროობის, გათბობა-კონდიცირების, კანალიზაციის გაყვანის/მონტაჟის/შეკეთების მომსახურებას და სხვა უნივერსალურ სამუშაოებს. ხელოსანიდამოუკიდებელია კომპანიისგანდა არ წარმოადგენს კომპანიისაგენტს ან წარმომადგენელს.

ვ) ხელოსანთა ჯგუფი“ - ორი ან მეტი ხელოსნითდაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია ხელოსნის მომსახურების გაწევისთვის.

) ხელოსნის მომსახურება“ - ამ მუხლისე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.

თ) მომხმარებელი“ - „ხელოსნის მომსახურებისმიღებით დაინტერესებული ან მომსახურების მიმღები ფიზიკური პირი, რომელიც სტუმრობს კომპანიის კუთვნილ პლატფორმასან რეკავს კომპანიის ქოლ ცენტრში და „“ ხელოსანსუკვეთავს სასურველ მომსახურებას, ანაზღაურებს მომსახურების ღირებულებას, ცვლილება შეაქვს ან აუქმებს შეკვეთას, წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც უკვეთავს სასურველ მომსახურებას, უნდა იყოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული.

) მხარეები- ხელოსანი“, „ხელოსანთა ჯგუფიდა მომხმარებელი“.

კ) გამოძახება“ – „მომხმარებლისმიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით დაფიქსირებული კონკრეტული შეკვეთა ხელოსნის მომსახურებისმიღების შესახებ.

) საკომისიო“ – „მომსახურების საფასურიდან“ „კომპანიისსასარგებლოდ გადახდილი ფულადი თანხა, რომელსაც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების სანაცვლოდ (კომპანიის კუთვნილი პლატფორმისსაშუალებით მომხმარებლისმოძიებისთვის) ხელოსანი იხდის კომპანიისსასარგებლოდ.

საკომისიოსოდენობა განისაზღვრებახელოსნის მომსახურებისგაწევიდან მიღებული სრული ანაზღაურებიდან, რომელსაც ხელოსანიან ხელოსანთა ჯგუფიუხდის კომპანიას“, მასთან დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით.

) მომსახურების საფასური“ - თანხა, რომელსაც მომხმარებელი უხდის ხელოსანს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების სანაცვლოდ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

) პრეტენზია“ – „მომხმარებლისუკმაყოფილება, რაც გამოწვეულია ხელოსნისან ხელოსანთა ჯგუფისმიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხით.


2. ზოგადი პირობები

2.1. წინამდებარე წესების და პირობებისშესაბამისად კომპანია კომპანიის კუთვნილი პლატფორმისმეშვეობით უზრუნველყოფს ხელოსნისან ხელოსანთა ჯგუფისდა მომხმარებლისერთმანეთთან დაკავშირებას ერთის მხრივ ხელოსნისან ხელოსანთა ჯგუფისმიერ ხელოსნის მომსახურებისრეალიზების, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებლისმიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით.

2.2. ხელოსნის მომსახურების მიღების პირობები განისაზღვრება უშუალოდ ხელოსნისან ხელოსანთა ჯგუფისდა მომხმარებლისმიერ მხოლოდ ერთმანეთთან წერილობითი ან ზეპირი ფორმით დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. კომპანია“ „მხარეებს შორის ურთიერთობაში ასრულებს მხოლოდ ონლაინ სერვის მიმწოდებლის ფუნქციას, მხარეებისერთმანეთთან დაკავშირების ხელშესაწყობად და მასზე არ ვრცელდება ხელოსნის მომსახურებისშედეგად წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და პასუხისმგებლობები.

2.3. კომპანიის კუთვნილი პლატფორმითან კომპანიის ქოლ ცენტრით სარგებლობისას, თქვენ, როგორც მომხმარებელი“, „ხელოსანიან ხელოსანთა ჯგუფითანხმობას გამოთქვამთ რომ დაიცავთ ამ შეთანხმებისყველა პირობას და იმოქმედებთ მათ შესაბამისად.


3. კომპანიის კუთვნილი პლატფორმითსარგებლობახელოსნისმიერ

3.1.კომპანია“ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს ხელოსანს და ხელოსანთა ჯგუფს“.

3.2. „ხელოსანი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტისე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება რომ მომხმარებელს მიაწოდოს მაღალკვალიფიციური ხელოსნის მომსახურება.

3.3. იმისათვის, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და მათ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მიიღონ მხოლოდ კვალიფიციური ხელოსნის მომსახურება, კომპანია“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ხელოსნის ანგარიშის გახსნისას სავალდებულო მოთხოვნად აწესებს შემდეგი დოკუმენტების კომპანიისთვის მიწოდებას;

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ნასამართლობის ცნობა;
  • ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მოწმობა;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა არსებობის შემთხვევაში;

3.4. ხელოსანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას კომპანიისთვისმიწოდებული დოკუმენტების სიზუსტესა და ვალიდურობაზე.

3.5. ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის პროცესის გავლის შემდეგ, ხელოსანს“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ეხსნება ანგარიში და ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მომხმარებლის“ „გამოძახების შესრულებაში.


4. „ხელოსნისმიერგამოძახებისშესრულება

4.1. ხელოსანი წარმოადგენს კომპანიისგან დამოუკიდებელ პირს, ის არ არის კომპანიისთანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი, კომპანიის და ხელოსნის ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ან/და წარმომადგენლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. ხელოსანის და კომპანიის ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ კომპანიის კუთვნილი პლატფორმით ხელოსნის მიერ სარგებლობით და ამ სარგებლობის სანაცვლოდ საკომისიოს გადახდით.

4.2. კომპანია“ „ხელოსანს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი მომსახურების გაზიარება ხელოსნის მომსახურების მიღებით დაინტერესებულ მომხმარებელთა საზოგადოებაში და ამით მიიღოს შემოსავალი. ხელოსანითავად ადგენს ხელოსნის მომსახურების კონკრეტული სახეებისთვის სამართლიან და საბაზრო ტარიფებს და კისრულობს ვალდებულებას ხელოსნის მომსახურებაგასწიოს მის მიერ დადგენილი ტარიფებით.

4.3. ხელოსანი ხელოსნის მომსახურებას ასრულებს კომპანიის ვებ-გვერდის (www.mrmaster.ge.), აპლიკაციის ან/და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონო ქოლ ცენტრის მეშვეობით) „გამოძახების მიღებისას.

4.4. გამოძახება ხდება კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მასზე რეგისტრირებული ავტორიზებული ხელოსნებისათვის შეტყობინებების გაგზავნის გზით და შეტყობინებაზე ხელოსნისმიერ აქცეპტირების შედეგად. შეტყობინება გამოძახების შესახებ ხელოსანს მისდის გამოძახების გეოგრაფიული არეალის, გასაწევი მომსახურების სახის, კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ხელოსანთა რიგითობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიის ოპერატორის მეშვეობით.

4.5. გამოძახების“ „ქოლ-ცენტრის მეშვეობით შესრულებისას, კონკრეტულ ხელოსანთანდაკავშირება ხდება კომპანიის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით (გამოძახებების მართვის ERP სისტემაში გამოძახების დაფიქსირების და ხელოსნისთვის მობილურის აპლიკაციაში კონკრეტული დეტალების (მომხმარებლის სახელი გვარი, მისამართი შესასრულებელი სამუშაო, შეთანხმებული დრო და ა.შ.) გაგზავნის მეშვეობით).

4.6. ხელოსნის მიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმით დაფიქსირებულ გამოძახებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ხელოსანი შედის სამართლებრივად მბოჭავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში უშუალოდ მომხმარებელთან და პასუხისმგებელია ხელოსნის მომსახურება გასწიოსგამოძახებაში დაფიქსირებულ დროს, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად და მაღალხარისხოვნად, მის მიერ დადგენილი ტარიფებით. ხელოსანმა“ „ხელოსნის მომსახურებაუნდა გასწიოს კომპანიასთანცალკე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით. ხელოსანი იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი პირობა რომელიც გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთან დასადებ ხელშეკრულებაში, შესაბამისობაში იქნება წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალსიწინებულ პირობებთან.

4.7. ხელოსანმა ხელოსნის მომსახურება უნდა გასწიოს პირადად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების გაწევას, მისი სირთულიდან გამომდინარე ესაჭიროება ხელოსანთა ჯგუფი-ს ჩართულობა. ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ხელოსნის მიერ ისეთი დამხმარეს ჩართვა ხელოსნის მომსახურების გაწევის პროცესში, ან საკუთარი მომსახურების გადაკისრება ისეთი მესამე პირისთვის, რომელიც არ არის რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე ხელოსნად.

4.8. შესაბამისი გამოძახების შესრულებისას, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მისვლისას, ხელოსანს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მისი მაიდენტიფიცირებელი რაიმე საბუთი (პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა).

4.9. ხელოსანი ხელოსნის მომსახურებას გასწევს საკუთარი სამუშაო იარაღებით და ხარჯით, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. ხელოსნის მომსახურების დასრულების შემდეგ, ხელოსანი გამოძახების შესრულებას აფიქსირებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რაც წარმოადგენს მისი სხვა გამოძახებებში ჩართვის საფუძველს.

4.10. ამ წესებსა და პირობებზედათანხმებით, ხელოსანი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებლის კუთვნილი ნივთ(ებ)ის დაზიანების შემთხვევაში სრულად აუნაზღაურებს მომხმარებელს მიყენებულ ზიანს.

4.11. ხელოსნის მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებელსა და ხელოსანს შორის წარმოშობილი უთანხმოების დარეგულირების მიზნით, შესაძლებელია კომპანიამ“ „მხარეებს შორის შეასრულოს მომრიგებლის ფუნქცია. ამ მიზნით, ხელოსანი იღებს ვალდებულებას კომპანიის წარმომადგენელი ჩააყენოს საქმის კურსში, გამოძახებების შესრულების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან და უთანხმოებებთან დაკავშირებით.

4.12. იმდენად რამდენადაც ხელოსანი წარმოადგენს კომპანიისგანდამოუკიდებელ მომსახურების გამწევს, მას უფლება აქვს ხელოსნის მომსახურება გასწიოს კომპანიის კუთვნილი პლატფორმისგან დამოუკიდებლად მის მიერ მოზიდული მომხმარებლების სასარგებლოდ. ხელოსანს ეკრძალება იმ მომხმარებლებთან საკუთარი საკონტაქტო მონაცემების დატოვება, რომლებთანაც მისი დაკავშირება მოხდა კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით.


5. „საკომისიოდამომსახურების საფასური

5.1. ხელოსნისან ხელოსანთა ჯგუფი“- კომპანიის კუთვნილი პლატფორმისსაშულებით მომხმარებლებთანდაკავშირების სანაცვლოდ, ხელოსანიან/და ხელოსანთა ჯგუფი“ „კომპანიასუხდის საკომისიოს- ხელოსნის მომსახურებისგაწევიდან მიღებული სრული დაუბეგრავი ანაზღაურების ნაწილს, კომპანიასთანდადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით.

5.2. ხელოსნის ანაზღაურება სრულად არის დამოკიდებული მის მიერ შესრულებულ გამოძახებებზე დაკომპანია არ გასცემს მის სასარგებლოდ დამატებით რაიმე სახის კომპენსაციას. ხელოსანი დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის რეგულირებაზე.

5.3. მომხმარებლის მიერ ხელოსნის მომსახურების მიღებისას, მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ნებისმიერი ფორმით ანგარიშსწორებისას მომხმარებლის მიერ გამოძახებისთვისგადახდილი მომსახურების საფასური შედგება ხელოსნის ანაზღაურებისგან და კომპანიის საკომისიოსგან. კომპანიისკუთვნილი საკომისიოს გადახდის ფორმა განსხვავდება იმის მიხედვით, ხელოსანი“ „მომსახურების საფასურს ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით იღებს.

5.4. საკომისიოს გადახდის პირობები განისაზღვრება კომპანიას და კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ხელოსანსშორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.


6. „ხელოსნისრეგისტრაციის შეჩერება და შეწყვეტა

6.1. კომპანიის კუთვნილი პლატფორმით მომხმარებლის სარგებლობა დამოკიდებულია მასზე რეგისტრირებული ხელოსნების პროფესიონალიზმზე, საიმედოობასა, კეთილსინდისიერებაზე და პასუხისმგებლობისუნარიანობაზე, შესაბამისად ამ პრინციპების დაუცველობა ხელოსნების მიერ შეიძლება გახდეს მათი რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.

6.2. ხელოსნის რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გამოძახებების შესრულებაში მონაწილეობის მიუღებლობა;
  • კომპანიისგან“ მიღებულ გამოძახებაზე საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება;
  • მომხმარებელთან დასადებ ხელშეკრულების წინამდებარე წესებთან და პირობებთანშეუსაბამობის შემთხვევაში, ან/და ხელოსნის მომსახურების გაწევა განსხვავებული ტარიფებით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ხელოსნისმიერ წინასწარ დადგენილი ტარიფებით;
  • კომპანიასთანდადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით საკომისიოს გადაუხდელობა;
  • კომპანიასთან" შეუთანხმებლად და მისთვის საკომისიოს" გადახდის გარეშე ხელოსნის მომსახურების" გაწევა ისეთი მომხმარებლის" სასარგებლოდ, რომლის შესახებაც წარსულში ინფორმაცია მიწოდებული იქნა კომპანიის" მიერ შესაბამისი გამოძახების" ფარგლებში.
  • ხელოსნის მომსახურების გაწევის პროცესში ისეთი ხელოსანის ჩართვა ან მისთვის მომსახურების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაკისრება, რომელიც არ არის რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ პლატორმაზე;
  • გამოძახების დროს დაფიქსირებული პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა) პირადი მიზნებით გამოყენება;
  • მომხმარებელთან შეუფერებელ მდგომარეობაში მისვლა ან შეუფერებელი/არაეთიკური საქციელის ჩადენა ან/და ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რაც სცდება ხელოსნის მომსახურების გაწევის საჭიროებას;
  • მომხმარებლისმიერ „ხელოსნისთაობაზე დასაბუთებული ცუდი შეფასების ან/დაპრეტენზიისდაფიქსირება;
  • ისეთი ქმედების ჩადენა, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას;
  • სხვადასხვა ტექნიკური ბარიერების გადალახვა და კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზეარაავტორიზებული წვდომის დამყარება, მონაცემების კოპირების, ანალიზის, წაშლის, განადგურების ან სხვა მიზნით;

6.3. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომპანიაუფლებამოსილია ხელოსნისრეგისტრაციის შეჩერებამდე ან შეწყვეტამდე, მისცეს მას წერილობითი გაფრთხილება. გაფრთხილება ხელოსანსშეიძლება მიეცეს მის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე ან საცხოვრებელ მისამართზე წერილის გაგზავნის გზით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით.

6.4. კომპანია უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოსხელოსნისრეგისტრაცია და შესაბამისად მასთან დადებული ხელშეკრულება/შეთანხმება“, თუ ამ შეთანხმებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა ხელოსნის მხრიდან ატარებს არსებით ხასიათს, ან/და კომპანია გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა წარმოადგენს კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მომხმარებელთა საზოგადოების ან მესამე პირების დაცვის საუკეთესო საშუალებას.

7. „კომპანიის კუთვნილი პლატფორმითსარგებლობამომხმარებლისმიერ

7.1. კომპანიის დანიშნულებაა, რომ მოხდეს მომხმარებლის მიერ სასურველი ხელოსნის მომსახურების მიღება. ამ მიზნით კომპანიის კუთვნილი პლატფორმა“ „მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაუკვეთოს და მისთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოს ხარისხიანი და კვალიფიციური ხელოსნის მომსახურება“.

7.2. შესაბამისიხელოსნის მომსახურებისმიღების მიზნით გამოძახების დასაფიქსირებლად მომხმარებელმა“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე (გარდა ქოლ ცენტრისმეშვეობით გამოძახების დაფიქსირებისა, რომლის დროსაც ქვემოთ მოცემული მონაცემების მიწოდება ხდება უშუალოდ ქოლ ცენტრისოპერატორისთვის) შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოს პროგრამის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ ინფორმაციას:

  • მომხმარებლისსახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ხელოსნის მომსახურების კონკრეტული დასახელება;
  • გამოძახებისშესრულების დრო და ადგილი;

7.3. მომხმარებელივალდებულია შესაბამის ველებში მიუთითოს სწორი ინფორმაცია. კანონმდებლობით ნებადართული მოცულობით კომპანია მოახდენს მომხმარებლისმიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი მონაცემები.

7.4. გამოძახების დასაფიქსირებლად მომხმარებელს ეხსნება შესაბამისი ფანჯარა, რომლის მეშვეობით მას აქვს შესაძლებლობა საბანკო პლასტიკური ბარათით უზრუნველყოს მომსახურების საფასურის გადახდა. შესაბამისი ანაზღაურების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში მყოფი გამოძახება გაუქმებულად ჩაითვლება და მომხმარებლის პრეტენზიები ხელოსნის მომსახურებისგაწევასთან დაკავშირებით არ მიიღება. დასაშვებია მომხმარებლისმიერ მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდად არჩეულ იქნას ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდი. ასეთ შემთხვევაში გამოძახება დაფიქსირებულად მიიჩნევა ასეთი მეთოდის არჩევის მომენტიდან.

7.5. მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ (ან ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდის არჩევის შემთხვევაში), გამოძახება დაფიქსირებულად მიიჩნევა და გამოძახებისშესახებ ინფორმაცია ეგზავნება შესაბამის ხელოსანსშესაბამისი მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გამოძახებაზე“ „ხელოსნის მიერ თანხმობის განცხადების შემთხვევაში, მას ეკისრება ვალდებულება ხელოსნის მომსახურება გასწიოს ამ შეთანხმებისდა მომხმარებელთან დადებული ცალკე ხელშეკრულების პირობების დაცვით.

7.6. წინამდებარე წესების და პირობების მიზნებისთვის, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგანმიღებული მომსახურების საფასურის მიღებასა და შეგროვებაზე მხოლოდ ხელოსნის სასარგებლოდ. მომხმარებელი უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას რათა მოახდინოს ხელოსნისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ამ მიზნით შეგროვება. მომხმარებელი და ხელოსანი გამოთქვამენ თანხმობას, რომ მომხმარებლისმიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხილული იქნება როგორც პირდაპირ ხელოსნისთვის გადახდილი საფასური და ხელოსანი გაუწევს მას გამოძახებაში დაფიქსირებულ ხელოსნის მომსახურებას შეთანხმებულ ვადებსა და პირობებით.

7.7. ხელოსანთა ჯგუფის მიერ ხელოსნის მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური მათ შორის განაწილდებაკომპანიასთან ხელოსნების მიერ დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

7.8. მომხმარებელიაცნობიერებს, რომ მომსახურების საფასურის გადახდისას გადახდის პროვაიდერმა მესამე მხარემ (საბანკო დაწესებულებამ) შესაძლებელია გადასარიცხ თანხას დაარიცხოს საბანკო მომსახურების საკომისიო. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი, რომ გადაიხადოს ნებისმიერი ასეთი დამატებითი ხარჯი.

7.9. მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური შესაძლებელია არაუმეტეს ერთი კვირისა დაყოვნდეს და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერიცხოს ხელოსანს(კომპანიისკუთვნილი საკომისიოს გამოკლებით), რაც ამ უკანასკნელის მიერ გაწეულ ხელოსნის მომსახურებას გაუვა პრეტენზიის დაფიქსირების ვადა.

7.10. მომხმარებელს გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიისდაფიქსირების უფლება აქვს შესაბამისი მომსახურების ხელოსნისმიერ დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში პრეტენზიის განუცხადებლობის შემთხვევაში, ხელოსნის მომსახურება ჯეროვნად და ხარისხიანად გაწეულად ჩაითვლება და მომხმარებელი კარგავს ნებისმიერი უკმაყოფილების მომავალში დაფიქსირების შესაძლებლობას. ამასთანავე, ნებისმიერიპრეტენზიისადრესატი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისიხელოსნის მომსახურებისგამწევიხელოსანი“. „კომპანიაარ წარმოადგენსპრეტენზიებისსათანადო ადრესატს და არ აგებს პასუხსხელოსნისმიერ მომსახურების არაჯეროვნად გაწევაზე.

7.11. კომპანიის კუთვნილი პლატფორმა“ „მომხმარებლის პრეტენზიისდაფიქსირებისთვის ითვალისწინებს შესაბამის მექანიზმს, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, პრეტენზია ეგზავნება ხელოსანს“. დასაბუთებული პრეტენზიის განცხადების შემთხვევაში, ხელოსანი აცხადებს თანხმობას, რომ უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამისობაში მოყვანას, პრეტენზიაში დაფიქსირებულ პირობებთან, ასეთის განცხადებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში, გასაწევი ხელოსნის მომსახურების სპეციფიკის გათვალსიწინებით.

7.12. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მიერ შესაბამისი ცვლილება გამოძახებაში განხორციელდება შესაბამისი გამოძახების დრომდე არაუგვიანეს ერთი საათისა, თუ გამოძახებაში დაფიქსირებულ დროს ხელოსანს ადგილზე არ დახვდება მომხმარებელი ან მისგან სათანადოდ უფლებამოსილი სხვა პირი, ხელოსანს უფლება ექნება უარი განაცხადოს გამოძახების სხვა დროს შესრულებაზე. ამ პუნქტით გათვალისიწნებულ შემთხვევაში ითვლება, რომ მომხმარებელმა უარი განაცხადა ხელოსნის მომსახურების მიღებაზე და მას გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

7.13. ამ წესების და პირობების მიზნებისთვის კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გასაწევ მომსახურებაში იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დახმარების აღმოჩენა, დაკავშირებული ხელოსანთან დაკავშირების და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების პროცესის ორგანიზებასთან. შესაბამისად კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე ხელოსნის მიერ გაწეული ხელოსნის მომსახურების ხარისხზე. კომპანია არ ერთვება მხარეებს შორის კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მიღმა არსებულ კომუნიკაციაში და არც მხარეებს შორის დადებული გარიგების შესრულებაში.


8. „გამოძახებისგაუქმება

8.1. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით დაფიქსირებული გამოძახება გააუქმოს, ან გამოძახებაში განახორციელოს ცვლილება შესაბამისი ხელოსნის მიერ ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე.

8.2. გამოძახებისგაუქმება ან/და მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია კომპანიის“ „ქოლ ცენტრთანკომუნიკაციის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში კომპანიამ შესაძლოა აღმოუჩინოს მომხმარებელს ტექნიკური მხარდაჭერა გამოძახების გაუქმებაში ან მასში ცვლილების შეტანაში, თუმცა კომპანია ვალდებული არ არის ასეთი მხარდაჭერის აღმოჩენაზე.

8.3. ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები დროის დარჩენისას გამოძახების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ხელოსნის სასარგებლოდ გადახდილი მომსახურების საფასური“ „მომხმარებელს უკან არ დაუბრუნდება და მიღებული თანხა აისახება ხელოსნის ანგარიშზე, კომპანიის კუთვნილი საკომისიოს გამოკლებით.

8.4. ხელოსნის მომსახურების გაწევის დაწყებამდე 1 საათზე მეტი დროის დარჩენისას გამოძახების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი მომსახურების საფასურისრულად უბრუნდება, გარდა შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საკომისიოსი. ამ შემთხვევაში კომპანია“, როგორც გადარიცხვებთან დაკავშირებით ხელოსნის და მომხმარებლის მიერ ავტორიზებული პირი, თანხის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს ხელოსნის ნაცვლად.


9. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

9.1. კომპანია დაიცავს მომხმარებლის და ხელოსნის მიერ კომპანიის კუთვნილი პლატფორმის მეშვეობით მისთვის მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს და არ დაუშვებს მათი თანხმობის გარეშე პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას ნებისმიერი მესამე პირებისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამონაკლისებისა.

9.2. „კომპანიამმომხმარებლის და ხელოსნის პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მომხმარებლის და ხელოსნისერთმანეთთან დასაკავშირებლად მომხმარებლისმიერ კვალიფიციური ხელოსნის მომსახურების მისაღებად. წინამდებარე წესებსა და პირობებზეთანხმობის განცხადებით, მომხმარებელი და ხელოსანი ასევე თანხმობას აცხადებენ რომ მათი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს იმ მიზნით, რომ მათ კომპანიისგანმიიღონ ნებისმიერი სახის საინფორმაციო/სარეკლამო შინაარსის შეტყობინება. ამასთანავე შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მომხმარებელი ან/და ხელოსანი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ პუნქტით კომპანიისთვის მინიჭებული თანხმობა მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე.

9.3. „კომპანია“ უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი და ხელოსანი თანხმობას აცხადებენ, რომ მომხმარებელის პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამის გამოძახებაში მონაწილე ხელოსანს“, ხოლო ხელოსანისპერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამისი გამოძახების მონაწილე მომხმარებელს, შესაბამისი გამოძახების ფარგლებში ხელოსნის მომსახურების გაწევის მიზნებისთვის.

9.4. კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ზომას, რათა მომხმარებელის და ხელოსანის მიერ მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დაცული იყოს ნებისმიერი მესამე პირების არაავტორიზებული წვდომისგან. ამასთანავე კომპანია პასუხისმგებელი არ არის მესამე პირების მხრიდან ასეთ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომისთვის (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებზე და სხვა).


10. „შეთანხმებისსხვა დებულებანი

10.1. ამ შეთანხმებიდანგამომდინარე ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველოს ტერიტორია.

10.2. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი მუხლი ან მისი ნაწილი, რაიმე კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება ხელშეკრულებაში არარსებულად. ამასთან ყველა დანარჩენი დებულება ძალაში დარჩება.

10.3. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთანავე დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.


11. „შეთანხმებისძალაში შესვლა

„კომპანიის კუთვნილი პლატფორმითსარგებლობის დაწყებით ან „კომპანიის ქოლ ცენტრშიდარეკვით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გაეცანით ამ შეთანხმებისპირობებს, მოიწონეთ ისინი და შედიხართ სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში კომპანიასთან, ხელოსანთან ან/და მომხმარებელთან“. მხარეები სრულად აცნობიერებენ და თანახმობას გამოთქვამენ, რომ იყონ ხელშეკრულების პირობებით შებოჭილნი. ამ შეთანხმებაზერომელიმე მხარის მატერიალური ფორმით ხელმოწერის არარსებობა, არ წარმოადგენს ხელშეკრულებისთვის მბოჭავი ძალის დაკარგვის წინაპირობას.