


💡განათება ეზოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ეზოს განათების უამრავი ხერხი არსებობს.
მისტერ მასტერი გირჩევთ:👷♂️👌
🔌სახლის შესასვლელის განათება:
მაღალი შესასვლელის შემთხვევაში, იდეალურია ჩამოსაკიდი, ფარნების ტიპის განათება, რადგან ავსებს სიცარიელეს და ყველა მხრიდან ანათებს სივრცეს.💡✅
🔌ფასადის განათება:
მცირე ზომის ეზოს შემთხვევაში, სახლის ფასადზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “წვიმები", თუმცა ეს არც ისე ეკონომიურია, რადგან უამინდობისას მათი დაზიანების შანსი დიდია.☔️💡
🔌ფანჩატურის და ტენტის განათება:
მყუდრო აურის შესაქმნელად გაანათეთ შიდა ნაწილი.💡✅
🔌აუზის განათება:
აუზის განათების შემთხვევაში, წყლის არეკვლადობის გამო, შესანიშნავად განათება მიმდებარე ტერიტორიასაც.💧💡
🔌ბილიკის განათება:
ბიკის განათებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ,როგორც მაღალი, ასევე დაბალი ლამპიონები.💡✅
🔌კიბის განათება:
ნათურები საფეხურებზე შეიძლება დამონტაჟდეს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში. კიბის განათებას მცირე ფართობის მქონე ეზოს ან სიმყუდროვის ეფექტის შექმნის სურვილის შემთხვევაში მიმართავენ.💡✅
🔌გაზონის განათება:
გაზონის განათებისთვის სასურველია გამოიყენოთ დაბალ ლამპიონები, რომლებსაც გაზონზე, ბალახოვან საფარზე დაამონტაჟებთ. შედეგად, ბალახის სიმწვანის ეფექტს არც მზის ჩასვლის შემდეგ კარგავს და ღამითაც ინარჩუნებს.☘️ 💡
🔌გალავნის I ღობის განათება:
ისტორიული და მისტიკური გარემოს შესაქმნელად შესაძლებელია გალავანზე ძველებური სტილის ან ჩირაღდნის ფორმის ლამპიონების დამონტაჟება.💡✅
⚡️გაითვალისწინეთ:
განათების სისტემის მონტაჟისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ეკონომიურობა და უსაფრთხოება.
🔋ეკონომიურია მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, რადგან ისინი არ საჭიროებენ ელექტროქსელს, იტენებიან დღის განმავლობაში, შებინდებისას კი ავტომატურად ირთვებიან.☀️💡✅