მართალია, რემონტი არც ისე სასიამოვნო პროცედურაა დიასახლისებისთვის, მაგრამ ისეთ რჩევებს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც თქვენთვისაც აუცილებელია.
მისტერ მასტერი გირჩევთ:
- ოთახი, რომელშიც შპალერი გააკარით რამდენიმე დღე არ გაანიავოთ, რათა ბუშტები არ დარჩეს და არ გაიხსნას შპალერის კიდეები.
- შპალერი, რომლის რეცხვაც შესაძლებელია, არ გააკრათ მზიან ოთახში. მზეზე ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქნის, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
- რემონტის დროს კარი ყველაზე ბოლოს დაამონტაჟეთ. წინასწარ განსაზღვრეთ მისი ზომები და გაიარეთ კონსულტაცია ოსტატთან.
- თუ ოთახის ვიზუალურად დიდი სივრცის წარმოჩენა გსურთ, ღია ფრად შეღებეთ ან ღია ფერის შპალერი გააკარით. მუქი ტონები ამუქებს და აპატარავებს ფართს.