ბლოგი

იდეალური ინტერიერის ძირითადი პრინციპები

#ათასიწვრილმანირჩევა

თითოეული სახლის ინტერიერი განსაკუთრებულია, თუმცა არსებობს ძირითადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც სრულყოფილ შედეგს მიიღებთ.

მისტერ მასტერი გირჩევთ:

სრული კონცეფციის შექმნა - სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა გაანალიზოთ სივრცის ერთიანი დიაზინის კონცეფცია.

ფერთა გამა - სასურველია ფერთა გამა შედგებოდეს 4-5 ფერისგან, მათ შორის 3 აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური. მკვეთრი ფერები უმჯობესია მხოლოდ მცირე შტრიხებისთვის გამოიყენოთ.

ზონებად დაყოფა - ზონებად დაყოფა ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას.

ზედმეტი დეკორი - უმჯობესია დეკორატიული ნივთების მინიმუმამდე დაყვანა.

ლოკალური განათება - მაგიდის ნათურები, ბრები და ტორშერები ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას.

სურთები და პოსტერები - სურათები და პოსტერები განთავსებული უნდა იყოს თვალის სიმაღლეზე, როცა ასეთი დეტალები ძალიან ზემოთ ან ქვემოთაა განლაგებული, ინტერიერში იქმნება დისბალანსის შეგრძნება.

არეულობა - სხვადასხვა, მცირე ზომის ნივთების შესანახად გამოიყენეთ დეკორატიული ყუთები, ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ არეულობას და ამავდროულად გაალამაზებს თქვენს ინტერიერს.