


🛠 პირველ რიგში გამოვათავისუფლოთ იმ კედლის მიმდებარე არეალი რომლის შეღებვაც გვაქვს გადაწყვეტილი,
🛠 არ დაგავიწყდეთ შესაღები არეალის ქვემოთ იატაკის დაფარვა რაიმე ნაჭრის ან პარკის საშუალებით, რადგან ძალიან ფაქიზად შეღებვის შემთხვევაშიც ძირს დაცემული წვეთებისგან თავის დაღწევა რთულია.
🛠 აუცილებელია მკვეთრი განათებით დავაკვირდეთ კედელს დეტალურად რათა არ გამოგვრჩეს ღრმულები ან სხვა დაზიანებული ადგილები.
🛠 დაზიანებული ადგილების აღმოსაჩენად კედლელზე ლედ ნათურით აღჭურვილი სანათით დაკვირვება საუკეთესო გამოსავალია
🛠 აუცილებელია დაზიანებული ადგილების ამოვსება(ყოველივე ამას მომავალ პოსტში განვიხიალვთ დეტალურად)
🛠 საზღვრები კედელსა და ჭერს, კარებებს, იატაკს, ან მეორე კედელს შორის შეგიძლიათ გამოყოთ სპეციალური წებოვანი ლენტით რომელიც გამოიყენება ღებვისას, მისი წებოვნება არ აზიანებს არც კედლების და არც კარებების საღებავს.
🛠 საღებავი სველ მდგომარეობაში ყოველთვის უფრო მუქი ჩანს, შესაბამისად ნუ შეშინდებით თუ არ გსურდათ ასეთი მკვეთრი ფერის კედელი, და თუ გსურდათ, მაშინ წინასწარ ნუ გაგიხარდებათ, რადგან გაშრობის შემდეგ ფერი გაღიავდება და მოგიწევთ მეორე ფენის წასმა.