ბლოგი

როგორ მოვუაროთ მიკროტალღურ ღუმელს

#ათასიწვრილმანირჩევა

თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა მიკროტალღური ღუმელის გარეშე შეუძლებელია, თუმცა არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაცხელებაც მიკროტალღურ ღუმელში დაუშვებელია, ასევე წესები რომლის დაცვის შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია უფრო ხანგრძლივი იქნება.🍱


მისტერ მასტერი გირჩევთ: 👨


სიმძიმის გადაჭარბება აზიანებს მიკროტალღურ ღუმელს. მაქსიმალური დასაშვები წონა აუცილელბად მითითებულია ინსტრუქციაში.

მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება მეტალის ჭურჭლით რაიმეს გაცხელება. გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელსაც სპეციალური ნიშანი აქვს დართული. შეუსაბამო ჭურჭელის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი.

დროულად გაწმინდეთ მიკროტალღური ღუმელის კედლები საჭმლის ნარჩენებისგან სპეციალური რბილი საშუალებებით.

 არ შეიძლება რძის პროდუქტების გაცხელება, მათი გემოც და საკვები ღირებულებაც დაიკარგება.

არ გააცხელოთ ჰერმეტულად შეფუთულ ჭურჭელში მოთავსებული პროდუქტი. გაცხელებამდე ისინი აუცილებლად უნდა გახსნათ.

თაფლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება შეიძლება, თუმცა ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. თაფლი უმჯობესია წყლის აბაზანაზე გაადნოთ.

მიკროტალღურ ღუმელში არ მოათავსოთ კვერცხი, შედედებული რძე რკინის ქილით. ორივე შემთხვევაში მოხდება აფეთქება, რომელიც დააზიანებს მას და საშიშია სიცოცხლისთვის.