


იატაკი სახლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. იატაკის საფარი ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. პარკეტი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ☑️
❓რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პარკეტის არჩევისას და როგორ უნდა მოვუაროთ მას?
მისტერ მასტერი გირჩევთ:
მასალა - მუხა საქართველოში საუკეთესო მასალად ითვლება,რადგან გამძლეა და ვიზუალურადაც ლამაზია. რთულად მოსავლელია კაკლის ხე, რადგან რბილია და ადვილად ზიანდება. ☑️
ძველი პარკეტის განახლება - ძველი პარკეტი კარგად უნდა გასუფთავდეს, დამუშავდეს და თავიდან გაილაქოს. თუ პარკეტი მოძრაობს, ის არ ექვემდებარება რესტავრაციას. ☑️
პარკეტის მოვლა - პარკეტის მოვლა ხდება კარგად გაწურული, ნოტიო ტილოთი. დღეისათვის სხვადასხვა მოვლის საშუალებების გარდა , არსებობს დამცავი ზედაპირები, რომელიც შეგიძლიათ გამოცვალოთ დროთა განმავლობაში.☑️
ოთახის ტემპერატურა - პარკეტისათვის ოპტიმალურია 5-30 გრადუსამდე სითბო, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღალია, ამ შემთხვევაში პარკეტი იწყებს გამშრობას და ჩნდება დაშორებები.
პარკეტის ჭია - არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც პარკეტის ჭიას ბოლომდე მოერევა. არის საშუალება, რომ ზედაპირულად დაამუშაოთ და მიიღოთ დროებითი შედეგი.
დეფორმაცია - პარკეტის დეფორმირება და ამოვარდნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინესტა. ასეთ დროს იცვლება დაზიანებული ადგილი ახალი მონაკვეთით.