


ფანჯრები სახლის ექსტერიერის ყველაზე თვალსაჩინო მხარეა. ფანჯრების უამრავი დიზაინი არსებობს, თუმცა რამოდენიმე რჩევას თუ გათვალისწინებთ, თქვენი სახლისათვის ფანჯრების ფორმის , ფერისა და დიზაინის შერჩევისას მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
მისტერ მასტერი გირჩევთ:
ფანჯრები , რომლების არ იღება- ასეთი ფანჯრები არ გამოგადგებათ ოთახისათვის სადაც ჰაერის ცირკულაცია მნიშვნელოვანია. მსგავსი ფანჯრები შეგიძლიათ გამოიყენოთ შესასვლელში.
მცირე ზომის ფანჯრები-მსგავსი ტიპისი დიზაინი მყუდრო
ოთახის ეფექტს ქმნის.
ფანჯარა ტიხრებით-ასეთი ტიპის ფანჯრები საკმაოდ გამძლეა.
ჰორიზონტალური ფანჯრები-ასეთ ფანჯრები მცირე ადგილს იკავებს და საკმაოდ პრაქტიკულია.
ფანჯარა ჭერში-ასეთი სტილის ფანჯრები არა მხოლოდ დღის შუქს უზრუნველყოფს, არამედ ღამით ცის ლამაზი პეიჟითაც დატკბებით.
ფანჯრები კედლების ნაცვლად- თუ თვენი სახლიდან ლამაზი ხედი იშლება, შეგიძლიათ იატაკიდან ჭერამდე მხოლოდ ფანჯებით გააფორმოთ და მუდმივად ლამაზი ხედის ყურების შესაძლებლობა გექნებათ.