


🛠 დავხუროთ ყველა ის საშუალება საიდანაც შესაძლოა ბინის გარედან შემოდიოდეს ცივი ჰაერი.
🛠 ჩავრთოთ გამწოვი, (თუნდაც ის სხვა ოთახში იყოს) ან რაიმე სხვა საშუალება რომელიც ჰაერს თავისი თავისკენ იზიდავს.
🛠 გამწოვის ჩართვის შემთხვევაში ოთახიდან გარკვეული ოდენობის თბილი ჰაერი გავა რაც აუცილებლად ჩანაცვლდება ცივი ჰაერით რომელიც დახურული ოთახის შემთხვევაში უნდა შემოიპაროს ნებისმიერი ღრიჭოდან.( თუნდაც ის შეუმჩნეველი იყოს)
🛠 ავანთოთ ასანთი და მოვატაროთ ფანჯრების ჩარჩოების სიახლოვეს.
🛠 იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადგილას ცივი ჰაერი იპარება ასანთზე ცეცხლი ვერტიკალური მდგომარეობიდან გადაიხრება იმ მიმართლებით საიდანაც გამწოვი ქაჩავს ჰაერს.
🛠 მოცემულ ადგილებში შესაძლოა იყოს რამდენიმე პრობლემა.
🛠 თავად ფანჯარა თავისი ჩარჩოთი იყოს დამონტაჟებული გასწორების გარეშე, ან შემდგომი დეფორმაცია ჰქონდეს განცდილი.
🛠 შესაძლოა მინა იყოს არასწორი ზომის შერჩეული ან არასაკმარისად მყარად დამაგრებული რაც მის ჩარჩოში მოძრაობას იწვევს.
🛠 იმ შემთხვევაში თუ მინა სილიკონითაა დამაგრებული და არა ლურსმნით, შესაძლოა იყოს სილიკონის დამატება საჭირო