ბლოგი

როგორ შევარჩიოთ შპალერი

შპალერის სტილის, ფერისა და ტექსტურის შერჩევა რემონტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შპალერმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი სახლის იერსახე.🚪☑️

შპალერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მისტერ მასტერი გირჩევთ:👨‍🔧👌

🛠 ჰორიზონტალური ხაზები ვიზუალურად აფართოებს კედლებს, თუმცა ადაბლებს ჭერს, ხოლო ვერტიკალური ხაზები უფრო მაღალჭერიანს ხდის ოთახს.☑️

🛠 შპალერი ნათელ ფერებში ზრდის სივრცეს, მუქი ფერები კი აპატარავებს ოთახს.☑️

🛠 შპალერი დიდი ზომის ნახაზებითა თუ ნახატებით აპატარავებს სივრცეს, მსგავს შპალერს ხშირად აკრავენ ოთახის მხოლოდ ერთ კედელზე.☑️

🛠ქაღალდის შპალერი საკმაოდ ფაქიზია, ის აბსოლუტურად სწორ კედლებზე უნდა გაიკრას.☑️

🛠ვინილის შპალერი საკმაოდ კომფურტულია, რადგან შესაძლებელია მისი გაწმენდა.☑️

🛠ნაჭრის შპალერი ძალიან დახვეწილია, თუმცა მისი მოვლა არც თუ ისე ადვილია, რადგან ძალიან ადვილად იგროვებს მტვერს, მისი რეცხვა და წმენდა კი რეკომენდირებული არ არის. ☑️

🛠პრაქტიკულია ე.წ. მინის შპალერი, რომელიც წყალგამძლეც არის და მისი გადაღებვა შესაძლებელია მინიმუმ 10 ჯერ.☑️

🛠თხევადი შპალერი დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულით, რაც ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, ასევე ცეცხლგამძლეა და პასუხობს თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების ყველა მოთხოვნას.☑️