სახლის მოწყობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ჩამრთველების განლაგება. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ჩამრთველების და როზეტების სწორად განლაგებაში.
მისტერ მასტერი გირჩევთ:
- ნებისმიერი ჰოლსა და კორიდორში აუცილებელია რამოდენიმე როზეტი. ჩამრთელი კი უმჯობესია შემოსასვლელში დაამონტაჟოთ.
- სამზარეულოში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ, ხოლო როზეტები თქვენი ელექტროტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
- სასტუმრო ოთახში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ , ხოლო დანარჩენი დივნის ზონაში. ტელევიზორთან ახლოს როზეტი განათავსეთ 120-140 სმ-ის სიმაღლეზე.
- საძინებელში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ, დამატებითი ჩამთველები აუციელებლად უნდა იყოს საწოლის ორივე მხარეს მდებარე ტუმბოებთან.
- ბავშვის ოთახში ძირითადი განათების ჩამრთველი შესასვლელში განათავსეთ იატაკიდან 100 სმ სიმაღლეზე , რათა ბავშვი მარტივად მიწვდეს. ყველა ჩამრთელს უნდა ქონდეს დამატებითიო დაცვა(ჩამკეტი).
- როზეტების განთავსება ნებისმიერ ოთახში შესაბამისობაში უნდა იყოს ოთახში განთავსებულ ავეჯთან