


🛠 პირველ რიგში ვზომავთ ადგილს, სადაც ვგეგმავთ ფოტოზე მოცემული წვრილმანი ნივთების სათავსოს მოწყობას.
🛠 შესაბამისად დაგვჭირდება ჩვენს მიერ აღებული ზომების შესაფერისი ფიცრის ნაჭერი, დანაყოფების დსამაგრებლად.
🛠 აუცილებელია დავგეგმოთ რა ოდენობის სათავსო დანაყოფებს დავამაგრებთ მოცემულ ფიცარზე.
🛠 ზემოთ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ შევძლებთ საჭირო სიგრძის წყლის მილის ყიდვას,
🛠 წყლის მილი უნდა დაიჭრას დიაგონალურად, რათა ისე მიემაგროს ფიცარს, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
❗ წყლის მილის სუფთად გადაჭრა მოითხოვს სპეციალურ საჭრელს, რომელიც შესაძლოა არ გაგაჩნდეთ სახლში, სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ის დააჭრევინოთ ყიდვისას.
🛠 წყლის მილის მონაჭრებს დაამაგრებთ ფიცარზე დრელისა და შესაფერისი ზომის ხრახნის მეშვეობით.
🛠 შეგიძლიათ წყლის მილის ნაჭრები შეღებოთ თქვენთვის სასურველ ფერში.
❗ მომრგვალებული ფორმის წყლის მილზე ხრახნის ჩასმა შესაძლოა წარმოადგენდეს გარკვეულ პრობლემას, შესაბამისად საქმის გაადვილების მიზნით შეგიძლიათ ფიცარზე მიდებამდე, ნებისმიერ მდგომარებაში ჩასვათ ხრახნი მილში ნახევრამდე. რაც ბევრად უფრო მარტივია.