



მომსახირების წესები და პირობები
პრეამბულა
წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას თქვენსა და შპს „404“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 204568663) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „404“-ის კუთვნილი ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონო „ქოლ ცენტრის“ მეშვეობით) მომსახურების გაწევის პირობებს.
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე მომსახურების წესების და პირობების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „წესები და პირობები“ - წინამდებარე „შეთანხმება“, რომელიც განსაზღვრავს „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ მომსახურების გაწევის პირობებს და ადგენს მასში ჩართული ყოველი მხარის უფლება-მოვალეობებს და სამართლებრივ ურთიერთობებს. სადაც კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, „წესები და პირობების“ ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იყოს ტერმინი „შეთანხმება“.
ბ) „კომპანია“ - შპს „404“, რომელიც წინამდებარე „წესები და პირობების“ შესაბამისად ასრულებს მასში გათვალისწინებულ მომსახურებას.
გ) „კომპანიის კუთვნილი პლატფორმა“ - „კომპანიის“ ვებ-გვერდი (www.123.ge), აპლიკაცია და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმები (მათ შორის სატელეფონო „ქოლ ცენტრი“), რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაწევა.
დ) „ქოლ ცენტრი“ - „კომპანიის“ ცენტრალიზებული ოფისი, რომელიც გამოიყენება სატელეფონო ზარების მეშვეობით გაკეთებული გამოძახების მისაღებად ან/და ხელოსანზე გადასამისამართებლად.
ე) „ხელოსანი“ - ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ასრულებს ავეჯის შეკეთების, სარეცხი მანქანის და სხვა ტექნიკის შეკეთების, სანტექნიკის, ელექტროობის, გათბობა-კონდიცირების, კანალიზაციის გაყვანის/მონტაჟის/შეკეთების მომსახურებას და სხვა უნივერსალურ სამუშაოებს. „ხელოსანი“ დამოუკიდებელია „კომპანიისგან“ და არ წარმოადგენს „კომპანიის“ აგენტს ან წარმომადგენელს.
ვ) „ხელოსანთა ჯგუფი“ - ორი ან მეტი „ხელოსნით“ დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია „ხელოსნის მომსახურების“ გაწევისთვის.
ზ) „ხელოსნის მომსახურება“ - ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.
თ) „მომხმარებელი“ - „ხელოსნის მომსახურების“ მიღებით დაინტერესებული ან მომსახურების მიმღები ფიზიკური პირი, რომელიც სტუმრობს „კომპანიის კუთვნილ პლატფორმას“ ან/და მისი გამოყენებით „ხელოსანს“ უკვეთავს სასურველ მომსახურებას, ანაზღაურებს მომსახურების ღირებულებას, ცვლილება შეაქვს ან აუქმებს შეკვეთას, წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. „მომხმარებელი“ ფიზიკური პირი, რომელიც უკვეთავს სასურველ მომსახურებას, უნდა იყოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული.
ი) „მხარეები“ - „ხელოსანი“, „ხელოსანთა ჯგუფი“ და „მომხმარებელი“.
კ) „გამოძახება“ – „მომხმარებლის“ მიერ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით დაფიქსირებული კონკრეტული შეკვეთა „ხელოსნის მომსახურების“ მიღების შესახებ.
ლ) „საკომისიო“ – „მომსახურების საფასურიდან“ „კომპანიის“ სასარგებლოდ გადახდილი ფულადი თანხა, რომლის გადამხდელსაც ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის წარმოადგენს „ხელოსანი“ და „მომხმარებელი“.
„საკომისიოს“ ოდენობა „ხელოსნისა“ და „მომხმარებლისთვის“ ნაწილდება შემდეგი პროპორციით:
„საკომისიოს“ სრული ოდენობა განისაზღვრება „ხელოსნის მომსახურების“ გაწევიდან მიღებული სრული ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც „ხელოსანი“ ან „ხელოსანთა ჯგუფი“ უხდის „კომპანიას“, მასთან დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით.
„ხელოსნის“ მიერ „კომპანიისთვის“ „საკომისიოს“ გადახდისას მიიჩნევა, რომ „მომხმარებელმაც“ გადაიხადა „საკომისიოს“ მისი კუთვნილი ნაწილი „კომპანიის“ სასარგებლოდ. შესაბამისად „საკომისიოს“ გადახდის მიზნებისთვის, „ხელოსანი“ წარმოადგენს „მომხმარებლის“ აგენტს „კომპანიის“ წინაშე, „საკომისიოში“ „მომხმარებლის“ კუთვნილი ნაწილის გადახდისას.
მ) „მომსახურების საფასური“ - თანხა, რომელსაც „მომხმარებელი“ უხდის „ხელოსანს“ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული „ხელოსნის მომსახურების“ სანაცვლოდ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ნ) „პრეტენზია“ – „მომხმარებლის“ უკმაყოფილება, რაც გამოწვეულია „ხელოსნის“ ან „ხელოსანთა ჯგუფის“ მიერ გაწეული „ხელოსნის მომსახურების“ ხარისხით.
2. ზოგადი პირობები
2.1. წინამდებარე „წესების და პირობების“ შესაბამისად „კომპანია“ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით უზრუნველყოფს „ხელოსნის“ ან „ხელოსანთა ჯგუფის“ და „მომხმარებლის“ ერთმანეთთან დაკავშირებას ერთის მხრივ „ხელოსნის“ ან „ხელოსანთა ჯგუფის“ მიერ „ხელოსნის მომსახურების“ რეალიზების, ხოლო მეორეს მხრივ „მომხმარებლის“ მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2.2. „ხელოსნის მომსახურების“ მიღების პირობები განისაზღვრება უშუალოდ „ხელოსნის“ ან „ხელოსანთა ჯგუფის“ და „მომხმარებლის“ მიერ მხოლოდ ერთმანეთთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. „კომპანია“ „მხარეებს“ შორის ურთიერთობაში ასრულებს მხოლოდ ონლაინ სერვის მიმწოდებლის ფუნქციას, „მხარეების“ ერთმანეთთან დაკავშირების ხელშესაწყობად და მასზე არ ვრცელდება „ხელოსნის მომსახურების“ შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და პასუხისმგებლობები.
2.3. „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობისას, თქვენ, როგორც „მომხმარებელი“, „ხელოსანი“ ან „ხელოსანთა ჯგუფი“ თანხმობას გამოთქვამთ რომ დაიცავთ ამ „შეთანხმების“ ყველა პირობას და იმოქმედებთ მათ შესაბამისად.
3. „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობა „ხელოსნის“ მიერ
3.1. „კომპანია“ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს „ხელოსანს“ და „ხელოსანთა ჯგუფს“.
3.2. „ხელოსანი“ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება რომ „მომხმარებელს“ მიაწოდოს მაღალკვალიფიციური „ხელოსნის მომსახურება“.
3.3. იმისათვის, რომ დაცული იყოს „მომხმარებელთა“ უფლებები და მათ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით მიიღონ მხოლოდ კვალიფიციური „ხელოსნის მომსახურება“, „კომპანია“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე“ ხელოსნის ანგარიშის გახსნისას სავალდებულო მოთხოვნად აწესებს შემდეგი დოკუმენტების „კომპანიისთვის“ მიწოდებას;
3.4. „ხელოსანი“ იღებს სრულ პასუხისმგებლობას „კომპანიისთვის“მიწოდებული დოკუმენტების სიზუსტესა და ვალიდურობაზე.
3.5. ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის პროცესის გავლის შემდეგ, „ხელოსანს“ „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე“ ეხსნება ანგარიში და ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს „მომხმარებლის“ „გამოძახების“ შესრულებაში.
4. „ხელოსნის“ მიერ „გამოძახების“ შესრულება
4.1. „ხელოსანი“ წარმოადგენს „კომპანიისგან“ დამოუკიდებელ პირს, ის არ არის „კომპანიის“ თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი, „კომპანიის“ და „ხელოსნის“ ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ან/და წარმომადგენლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. „ხელოსანის“ და „კომპანიის“ ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ ხელოსნის მიერ სარგებლობით და ამ სარგებლობის სანაცვლოდ „საკომისიოს“ საკუთარი ნაწილის გადახდით.
4.2. „კომპანია“ „ხელოსანს“ აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი მომსახურების გაზიარება „ხელოსნის მომსახურების“ მიღებით დაინტერესებულ „მომხმარებელთა“ საზოგადოებაში და ამით მიიღოს შემოსავალი. „ხელოსანი“ თავად ადგენს „ხელოსნის მომსახურების“ კონკრეტული სახეებისთვის სამართლიან და საბაზრო ტარიფებს და კისრულობს ვალდებულებას „ხელოსნის მომსახურება“ გასწიოს მის მიერ დადგენილი ტარიფებით.
4.3. „ხელოსანი“ „ხელოსნის მომსახურებას“ ასრულებს „კომპანიის“ ვებ-გვერდის (www.123.ge), აპლიკაციის ან/და მომსახურების შეთავაზების სხვა ფორმების გამოყენებით (მათ შორის სატელეფონო „ქოლ ცენტრის“ მეშვეობით) „გამოძახების“ მიღებისას.
4.4. „გამოძახება“ ხდება „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით მასზე რეგისტრირებული ავტორიზებული „ხელოსნებისათვის“ შეტყობინებების გაგზავნის გზით და შეტყობინებაზე „ხელოსნის“ მიერ აქცეპტირების შედეგად. შეტყობინება „გამოძახების“ შესახებ „ხელოსანს“ მისდის „გამოძახების“ გეოგრაფიული არეალის, გასაწევი მომსახურების სახის, „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე“ რეგისტრირებულ „ხელოსანთა“ რიგითობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით „კომპანიის“ ოპერატორის მეშვეობით.
4.5. „გამოძახების“ „ქოლ-ცენტრის“ მეშვეობით შესრულებისას, კონკრეტულ „ხელოსანთან“ დაკავშირება ხდება „კომპანიის“ სატელეფონო ცენტრის მეშვეობით (გამოძახებების მართვის ERP სისტემაში “გამოძახების” დაფიქსირების და „ხელოსნისთვის“ მობილურის აპლიკაციაში კონკრეტული დეტალების („მომხმარებლის“ სახელი გვარი, მისამართი შესასრულებელი სამუშაო, შეთანხმებული დრო და ა.შ.) გაგზავნის მეშვეობით).
4.6. „ხელოსნის“ მიერ „კომპანიის კუთვნილი პლატფორმით“ დაფიქსირებულ გამოძახებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, „ხელოსანი“ შედის სამართლებრივად მბოჭავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში უშუალოდ „მომხმარებელთან“ და პასუხისმგებელია „ხელოსნის მომსახურება“ გასწიოს „გამოძახებაში“ დაფიქსირებულ დროს, „მომხმარებელთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად და მაღალხარისხოვნად, მის მიერ დადგენილი ტარიფებით. „ხელოსანმა“ „ხელოსნის მომსახურება“ უნდა გასწიოს „კომპანიასთან“ ცალკე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით. „ხელოსანი“ იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი პირობა რომელიც გათვალისწინებული იქნება „მომხმარებელთან“ დასადებ ხელშეკრულებაში, შესაბამისობაში იქნება წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალსიწინებულ პირობებთან.
4.7. „ხელოსანმა“ „ხელოსნის მომსახურება“ უნდა გასწიოს პირადად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების გაწევას, მისი სირთულიდან გამომდინარე ესაჭიროება „ხელოსანთა ჯგუფი“-ს ჩართულობა. ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია „ხელოსნის“ მიერ ისეთი დამხმარეს ჩართვა „ხელოსნის მომსახურების“ გაწევის პროცესში, ან საკუთარი მომსახურების გადაკისრება ისეთი მესამე პირისთვის, რომელიც არ არის რეგისტრირებული „კომპანიის კუთვნილ პლატფორმაზე“ „ხელოსნად“.
4.8. შესაბამისი „გამოძახების“ შესრულებისას, „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ მისამართზე მისვლისას, „ხელოსანს“ თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მისი მაიდენტიფიცირებელი რაიმე საბუთი (პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა).
4.9. „ხელოსანი“ „ხელოსნის მომსახურებას“ გასწევს საკუთარი სამუშაო იარაღებით და ხარჯით, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. „ხელოსნის მომსახურების“ დასრულების შემდეგ, ხელოსანი „გამოძახების“ შესრულებას აფიქსირებს საკუთარი მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რაც წარმოადგენს მისი სხვა „გამოძახებებში“ ჩართვის საფუძველს.
4.10. ამ „წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით, „ხელოსანი“ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მომსახურების გაწევის პროცესში „მომხმარებლის“ კუთვნილი ნივთ(ებ)ის დაზიანების შემთხვევაში სრულად აუნაზღაურებს „მომხმარებელს“ მიყენებულ ზიანს.
4.11. „ხელოსნის მომსახურების“ გაწევის პროცესში „მომხმარებელსა“ და „ხელოსანს“ შორის წარმოშობილი უთანხმოების დარეგულირების მიზნით, შესაძლებელია „კომპანიამ“ „მხარეებს“ შორის შეასრულოს მომრიგებლის ფუნქცია. ამ მიზნით, „ხელოსანი“ იღებს ვალდებულებას „კომპანიის“ წარმომადგენელი ჩააყენოს საქმის კურსში, „გამოძახებების“ შესრულების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან და უთანხმოებებთან დაკავშირებით.
4.12. იმდენად რამდენადაც „ხელოსანი“ წარმოადგენს „კომპანიისგან“ დამოუკიდებელ მომსახურების გამწევს, მას უფლება აქვს „ხელოსნის მომსახურება“ გასწიოს „კომპანიის კუთვნილი პლატფორმისგან“ დამოუკიდებლად მის მიერ მოზიდული „მომხმარებლების“ სასარგებლოდ. „ხელოსანს“ ეკრძალება იმ „მომხმარებლებთან“ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების დატოვება, რომლებთანაც მისი დაკავშირება მოხდა „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ მეშვეობით.
5. „საკომისიო“ და „მომსახურების საფასური“
5.1. „ხელოსნის“ ან „ხელოსანთა ჯგუფი“-ს „კომპანიის კუთვნილი პლატფორმის“ საშულებით „მომხმარებლებთან“ დაკავშირების სანაცვლოდ, „ხელოსანი“ ან/და „ხელოსანთა ჯგუფი“, ასევე „მომხმარებელი“ „კომპანიას“ უხდის ერთიან „საკომისიოს“ - „ხელოსნის მომსახურების“ გაწევიდან მიღებული სრული დაუბეგრავი ანაზღაურების ნაწილს, „კომპანიასთან“ დადებული ცალკე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და დადგენილი წესით.
5.2. „მომხმარებლის“ მიერ „კომპანიისთვის“ გადასახდელი „საკომისიო“ შედის ხელოსნის მიერ გადახდილ „საკომისიოში“ ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებული პროპორციულობით, შესაბამისად „ხელოსანი“ ამ „საკომისიოს“ გადახდის მიზნებისთვის ასრულებს „მომხმარებლის“ აგენტის ფუნქციას. „ხელოსანი“ აცნობიერებს, რომ „საკომისიოს“ გადახდასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის ბანკში გადარიცხვის საკომისიო, რომლის გადახდის ვალდებულებას უპირობოდ კისრულობს „ხელოსანი“.
5.3. „ხელოსნის“ ანაზღაურება სრულად არის დამოკიდებული მის მიერ შესრულებულ „გამოძახებებზე“ და „კომპანია“ არ გასცემს მის სასარგებლოდ დამატებით რაიმე სახის კომპენსაციას. „ხელოსანი“ დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საგადას