100-მდე თანამშრომელი
60000-ზე მეტი ფიზიკური პირი
5000-ზე მეტი იურიდიული კომპანია
მისტერ მასტერმა მიზნის მისაღწევად დანერგა ისეთი სტანდარტები, რომელთა გარეშეც ბაზრისა და ბიზნესის შეუქცევადი განვითარება წარმოუდგენელი იყო. ჩვენს მიერ შემუშავებული სტანდარტები, ეკიპირებული ხელოსანი თავისი ფორმით, ბეიჯითა და ბახილებით თავდაპირველად სასიამოვნო გაკვირვებას იწვევდა მომხმარებლებში. დღესდღეობით კი ხელოსნის მინიმალური სტანდარტის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად ვვითარდებოდით ჩვენც და იზრდებოდა მომხმარებლების მოთხოვნებიც. ყოველდღიური დაუღალავი შრომით ვამტკიცებთ, რომ მონდომებით და მთელი გულით საქმის კეთებას შეუძლია სასურველი შედეგი მოუტანოს როგორც კომპანიას და მის თანამშრომლებს, ასევე ყველა მომხმარებელს რომელსაც უსარგებლია ან ისარგებლებს ჩვენი სერვისით.
საცალო კლიენტების მომსახურების მაქსიმალურ დახვეწასთან ერთად, გაჩნდა კორპორატიული, საააბონენტო მომსახურების არსებობის მოთხოვნა, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შევხვდით. თუ შევძელით კერძო კლიენტებთან მუშაობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, ჩვენ თავს ვკითხეთ - რატომ არა კორპორატიული სექტორი? შესაბამისად დღესდღეობით ვემსახურებით უამრავ სავაჭრო ქსელს, ქსელურ მარკეტებს, ფიტნეს ცენტრებსა თუ საელჩოებს საქართველოში და უზრუნველვყობთ მათ ტექნიკურ გამართულობას.