ვებგვერდი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში!

მისტერ მასტერი 2009 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანიამ მხოლოდ ხუთი თანამშრომლით დაიწყო ბაზარზე ოპერირება, დღეს კი 100-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენ საქართველოში პირველი, ინოვაციური, პრაქტიკული და ყველასთვის საჭირო სერვისი შევქმენით.

about-us image

ჩვენი კომპანიის მისიაა

    •  მომხმარებლებს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც საყოფაცხოვრებო პრობლემებს მარტივად, კომფორტულად, სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარებს.
    •  ოსტატებს შევუქმნათ სტაბილური, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო პირობები.
    •  ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ უკვე შევქმენით გარემო, სადაც ყველა მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის სერვისის მიღების მოლოდინი და შესაბამისად მოთხოვნა,  ხოლო ოსტატს აქვს შესაძლებლობა, აიმაღლოს საკუთარი კვალიფიკაცია და მიიღოს ღირსეული ანაზრაურება.
bussines icon

100-მდე თანამშრომელი

bussines icon

60000-ზე მეტი ფიზიკური პირი

bussines icon

5000-ზე მეტი იურიდიული კომპანია

მისტერ მასტერმა მიზნის მისაღწევად დანერგა ისეთი სტანდარტები, რომელთა გარეშეც ბაზრისა და ბიზნესის შეუქცევადი განვითარება წარმოუდგენელი იყო. ჩვენს მიერ შემუშავებული სტანდარტები, ეკიპირებული ხელოსანი თავისი ფორმით, ბეიჯითა და ბახილებით თავდაპირველად სასიამოვნო გაკვირვებას იწვევდა მომხმარებლებში. დღესდღეობით კი ხელოსნის მინიმალური სტანდარტის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად ვვითარდებოდით ჩვენც და იზრდებოდა მომხმარებლების მოთხოვნებიც. ყოველდღიური დაუღალავი შრომით ვამტკიცებთ, რომ მონდომებით და მთელი გულით საქმის კეთებას შეუძლია სასურველი შედეგი მოუტანოს როგორც კომპანიას და მის თანამშრომლებს, ასევე ყველა მომხმარებელს რომელსაც უსარგებლია ან ისარგებლებს ჩვენი სერვისით.

საცალო კლიენტების მომსახურების მაქსიმალურ დახვეწასთან ერთად, გაჩნდა კორპორატიული, საააბონენტო მომსახურების არსებობის მოთხოვნა, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შევხვდით. თუ შევძელით კერძო კლიენტებთან მუშაობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, ჩვენ თავს ვკითხეთ - რატომ არა კორპორატიული სექტორი? შესაბამისად დღესდღეობით ვემსახურებით უამრავ სავაჭრო ქსელს, ქსელურ მარკეტებს, ფიტნეს ცენტრებსა თუ საელჩოებს საქართველოში და �ზრუნველვყობთ მათ ტექნიკურ გამართულობას.