ჩვენი გამოძახების სერვისი, ძირითადად, ეს არის გადაუდებელი ტიპის დახმარებები, ჩვენი წყალობით მომხმარებელმა უკვე იცის, რომ თუ ონკანი გაუფუჭდა ან მილი გაუსკდა, მისტერ მასტერი გამოიძახოს. მათთვის, ერთგვარ, სასწრაფო დახმარებასთან ვასოცირდებით. ჩვენ მომხმარებელს სანტექნიკურ სამუშაოებს, კანალიზაციის შეკეთებას, მცირე სარემონტო სამუშაოებს, კონდენცირება/გათბობის მონტაჟს, საკეტების დაყენებასა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟს/შეკეთებასა და სხვადასხვა მომსახურებას უკვე 14 წელია ვთავაზობთ.
კომპანიების კორპორაციული მომსახურება პრინციპულად განსხვავებული სერვისია და სულ სხვანაირი ტექნიკური შტატი თუ ხელსაწყოები გვჭირდება. შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ვასრულებთ ნებისმიერი ტიპის და სირთულის სამუშაოს – იქნება ეს სარემონტო მომსახურება, გათბობა – კონდიცირების სისტემის მონტაჟი, სამაცივრო თუ დიდი სამზარეულო დანადგარების მონტაჟი – შეკეთება.
მისტერ მასტერი იურიდიულ და ფიზიკურ მომხმარებლებს, სთავაზობს შემდეგ სერვისებს: