სანგრევი სანტექნიკოსი

აუცილებელი მოთხოვნები:

🔸მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
🔸საკუთარი ავტომობილის ქონა;
🔸გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

🔸წყლის ჟონვის მიზეზის დადგენა/დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;
🔸ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
🔸უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
🔸წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
🔸ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
🔸კომპრესორით მილების გაწმენდა;
🔸სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა - ღია/დახურულ მდგომარეობაში;
🔸ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
🔸სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;

პიროვნული თვისებები:

🔸პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
🔸პუნქტუალურობა;
🔸მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
🔸გუნდური მუშაობის უნარი;
🔸თავაზიანობა /კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 2800-3500 ლარს;
ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

❗თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას და მოთხოვნებს, გამოგვიზავნეთ CV / რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) შეგიძლიათ დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.