ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორი
მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე
· სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
· ანაზღაურება: 1125₾ + პრემია (100-200₾)
· სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი
· ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა
რას გთავაზობთ ჩვენ?
· ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება – მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
· კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
· ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას – სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
· მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
· სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
· გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
· საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
· ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
· მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
· პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
· ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
· აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
· პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
გახდი ჩვენი გუნდის წევრი